x
image
პრომეთე
13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი .

image- მშვილდოსანი: დღევანდელ დღეს კონფლიქტური სიტუაციების ალბათობა იზრდება, აკონტროლეთ თქვენი სიტყვები. საყვარელ ადამიანს მეტი ყურადღება დაუთმეთ. საღამოს აქტიურად დაისვენეთ.
თხის რქა: დღეს სასიყვარულო ურთიერთობებში რადიკალური ნაბიჯის გადადგმის შემთხვევათში, სიტუაციას ვერასდროს გამოასწორებთ. შეინარჩუნეთ სიმშვიდე რათა არ დაარღვიოთ არსებული იდილია გაურკვეველი სიტუაციებით. ყურადღება მიაქციეთ ჯანმრთელობას, განსაკუთრებით კი ემოციურ სფეროს.
მერწყული: დროებითი სიძნელეები რომელსაც დღეს ტრაგედიად აღიქვამთ, პრობლემას არ წარმოადგენს. თანამოაზრეების დახმარების წყალობით ყველაფრის მოგვარებას მოახერხებთ. -კარგი იქნება თუ საღამოს განტვირთვისთვის მეგობარს ეწვევით. დღეს როგორც არასდროს ისე გჭირდებათ სიმშვიდე.

თევზები: შეეცადეთ დღეს საკუთარ პოზიციებზე მყარად იდგეთ. ნუ შეიცვლით გადაწყვეტილებას გარშემომყოფების, თუნდაც თქვენი კეთილმოსურნეების ზეგავლენით. გახსოვდეთ-ეს თქვენი ცხოვრებაა და სწორედ თქვენ უნდა გადაწყვიტოთ როგორ წარმართოთ იგი.

ვერძი: დღე მოგიტანთ ახლობელ ადამიანთან დაკავშირებულ ბევრ სანერვიულოს. მიუხედავად თქვენი დიდი მცდელობისა, თავიდან ვერ აიცილებთ კონფლიქტს. ურთიერთობა საყვარელ ადამიანთან შესაძლებელია ჩიხში შევიდეს, ერთ-ერთი დაშორების გადაწყვეტილებას მიიღებთ. დღევანდელი დღის მიზანია თავდაუზოგავი შრომა.

კურო: წერტილს დაუსვამთ დღეს იმ ურთიერთობას, რომელიც ადრე უნდა გაგეწყვიტათ. არ ინერვიულოთ, თქვნ ამ ურთიერთობის გადასარჩენად უკვე ყველაფერი გააკეთეთ. საღამოს ოჯახთან ერთად წადით სავახშმოდ, ოჯახი პრობლემის მოგვარებაში აუცილებლად დაგეხმარებათ.

ტყუპები: დღეს ზედმეტად აქტიური იქნებით, ეცდებით ყველა სიტუაციაში გამარჯვებას მიაღწიოთ. მეგობრები უყურადღებობისათვის გისაყვედურებენ. პირად ცხოვრებაში არ ელოდოთ გართულებებს.

კირჩხიბი: მიენდეთ ინტუიციას. იმოქმედეთ მხოლოდ გულის კარნახით. შეინარჩუნეთ მხიარული განწყობილება კვირის ბოლომდე. ამისათვის კი საჭიროა, დრო იმ ადამიანების გარემოცვაში გაატაროთ, ვინც თავის პრობლემებს სხვას არ მოახვევს თავზე.

ლომი: ახლა თქვენ შეგიძლიათ, ყველაზე მასშტაბური და გლობალური პრობლემებიც კი მოაგვაროთ. თამამად შეიძლება ითქვას, რომ ახლა თქვენი დროა. ყველა სურვილი გისრულდებათ, რასაც კი ჩაიფიქრებთ. დღეს ისეთი სასიამოვნო მოვლენა მოხდება, რომ უბედნიერესი იქნებით.

ქალწული: დღეს მოერიდეთ მარტო მოქმედებას, არადა მოძალებული ეგოცენტრიზმის გრძნობა სწორედ აქეთკენ გიბიძგებთ, სთხოვეთ დახმარება მეგობრებსა და კოლეგებს. არ ღირს მარტომ ხარჯოთ ენერგია და დრო იმ საკითხებზე, რომელთა მოგვარებაც ბევრი ადამიანის პრეროგატივაა.

სასწორი: თქვენს სიყვარულს გამოცდა ელის. ეცადეთ, დეპრესიაში არ ჩავარდეთ. ახალგაცნობილ ადამიანს ნუ ენდობით. კარგი იქნება, თუ აქტიურ სპორტულ ცხოვრებას დაიწყებთ.

მორიელი: დაისვენეთ, თქვენ ეს დაიმსახურეთ, ეხლა კარგია სამოგზაუროდ წასვლა მეგობრებთან ერთად, რათა სრულიად აღიდგინოთ ენერგია შემდეგი წარმატების მისაღწევად. ერთი დღის დასვენება თქვენთვის მთელი წლის ენერგიას შეგძენთ.

0
137
7-ს მოსწონს
ავტორი:პრომეთე
პრომეთე
137
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0