ტენდენციები მოდა 2013. რა ჩავიცვათ ზამთარში(+ ფოტოები) 2012, 12 დეკემბერი, 22:06 ზამთარში თოვლი და ყინვაა, მაგრამ მაინც გვინდა შეუდარებლად, გამორჩეულად გამოვიყურებოდეთ. როგორ შევავსოთ გარდერობი 2013 წლისათვის?
1. თუ ყიდულობთ რამდენიმე ნივთს - იისფერს, მუქ ცისფერს, წითელს - არც კი დაფიქრდეთ, ეს ფერები ზამთარში აქტუალური იქნება. მასალის მიხედვით, უპირატესობა ენიჭება ბარხატს, მსხვილ ქსოვას და ნატურალურ თუ ხელოვნურ ბეწვს.
2. მოდის მწვერვალზეა დუტის ქურთუკები, რომელსაც შეიძლება ჰქონდეს მაქმანის არშიები. ასეთი ქურთუკები თბილი და კომფორტულია. გარდა ამისა, აქვთ ხელმისაწვდომი ფასი და კარგადაც გამოიყურებიან.
3. აუცილებლად იყიდეთ კაბა მსხვილი ნაქსოვით. სტილი და სიგრძე შეგიძლიათ ნებისმიერი შეარჩიოთ. თუ არ გიყვართ კაბები, ნაქსოვი შარფი მაინც შეიძინეთ.
თავსაბურავები შეიძლება იყოს არასტანდარტული. რა თქმა უნდა, ჩვეულებრივი ქუდები ისევ მოდაშია, მაგრამ შეგიძლიათ დაიხუროთ აღმოსავლური შლემი. 4. 2013 წლის ზამთარში აქტუალურია ბეწვის ან ბეწვით გაფორმებული ჩანთები. ფეხსაცმელი ტრიკოტაჟის ზედაპირით. ამ სეზონზე ისევ აქტუალურია გაბერილი(დუტის) ფეხსაცმელი UGG-ები. სხვადასხვა ფერის მოკლე ქურქები(შეგიძლიათ თამამად შეარჩიოთ კაშკაშა ფერები: ლილისფერი, ცისფერი, მწვანე და წითელიც კი), დამოკლებული შარვლები(სიგრძით 7/8, ოღონდ ის უხდაბა ლამაზი აღნაგობის და გამხდარ გოგონებს). გთავაზობთ მოდური სამოსის რამდენიმე სურათს: . 1041 4-ს მოსწონს
|