ტენდენციები სქელი წარბები - მოდის ბოლო ტენდენცია. რა ღირს ისინი? 2013, 19 აპრილი, 0:21 თქვენ შეგიძლიათ დაადანაშაულოთ კარა დელევინგნე, რომ სქელი წარბები აქვს, მაგრამ ეს მოდის ბოლო ტენდენციაა. სულ ახლახანს მოდის პიკი ულტრა-წვრილი, ძაფივით წარბები იყო. ამ წლების მანძილზე ზოგმა იმდენად ამოიქნა წარბები, რომ აღარ ამოსდის. რაღა დარჩენიათ? მხოლოდ იმპლანტაცია...
ბრიტანელი პლასტიკური ქირურგები ამბობენ, რომ ამ ბოლო დროს იმატა წარბების გადანერგვის სიხშირემ. ისინი თმის ძირებს თავიდან იღებენ. ერთ წარბს დაახლოებით 500 ძირი თმა სჭირდება.
29 წლის კარლ ფიცჯერალდმა წარბების გადანერგვა მას შემდეგ გადაწყვიტა, რაც თავდასხმის შემდეგ წარბზე დარჩა შრამი. მან 3000 ფუნტი გადაიხადა ოპერაციისთვის. ექიმებმა არ იცოდნენ წარბის იმპლანტაცია რამდენად გაამართლებდა, შედეგი საუცხოო აღმოჩნდა.
კლერ კულველველი 30 წლისაა, მას ძალიან წვრილი, ძაფივით წარბები ჰქონდა, რაც 14 წლის ამოქნის შედეგი იყო. მას იმპლანტაცია 3500 ფუნტი და ექვსსაათიანი ოპერაცია დაუჯდა. თავიდან ცდილობდა დამსგავსებოდა ცნობილ ადამიანებს, წვრილი წარბები მოდაში იყო. მოდა იცვლება, წარბები კი თითქმის სულ გაქრა.
ლინდსლეი სორსა-35 წლისაა და სულ უწარბოდ დარჩა. ის სულ იღებდა წარბებს, ბოლო ღერამდე და მერე ფანქრით იხატავდა. ამბობს, რომ მას ძალიან ლამაზი შავი წარბები ჰქონდა და თავისი ხელით მოიშორა. ახლა, როცა კვლავ სქელი წარბებია მოდაში, ლინდსლეიმ იმპლანტაციას მიმართა. 473 5-ს მოსწონს |
და არც თუ ისე ძვირი ღირს წარბის გადანერგვა