x
მეტი
  • 06.07.2024
  • სტატია:135806
  • ვიდეო:351962
  • სურათი:510197
როგორ უნდა ეპყრობოდეს ქმარი ცოლს
image გინდა, რომ ცოლი ისე გემორჩილებოდეს, როგორც ქრისტეს ემორჩილება ეკლესია? - მაშინ იზრუნე მასზე ისე, როგორც ქრისტე ზრუნავს ეკლესიაზე.

როგორც წესი, სხეულის დაავადებულ წევრს არ ვიკვეთთ, არამედ ვკურნავთ მას, ასევე უნდა მოვიქცეთ ცოლის მიმართაც: თუკი მასში რაიმე მანკიერებას ვხედავთ, ამის გამო ცოლი კი არ უნდა უარვყოთ, არამედ თვით მანკიერება აღმოვფხრათ მასში.



იზრუნე ცოლზე, როგორც ქრისტე ზრუნავს ეკლესიაზე, თუმცა უნდა იცოდე, რომ თუნდაც უამრავი ჭირის დათმენა მოგიხდეს მისთვის და თვით სულის გაღებაც კი, მაინც ვერ გააკეთებ იმის ტოლფასს, რაც ქრისტემ გააკეთა ეკლესიისათვის.


ეცადე, რამდენადაც შესაძლებელია, მეუღლეს სულიერად მოეპყრო, რომ თქვენ შორის სიყვარული და ურთიერთგაგება სუფევდეს. ამასვე ეცადე შვილებთან მიმართებითაც. ჭეშმარიტად სულიერ ადამიანს ჩვეულებად აქვს დაუთმოს. ძლიერებმა უნდა ზიდონ ტვირთი, რომ უძლურებმა დასვენება მოახერხონ, და არა ისე, რომ თითოეულმა - ძლიერმაც და სუსტმაც - მხოლოდ საკუთარი ტვირთი ზიდოს.


2
390
6-ს მოსწონს
ავტორი:ტომკა
ტომკა
390
  
2012, 19 დეკემბერი, 14:55
მორალს რელიგიასთან არ უნდა ვაკავშირებდეთ...
2012, 16 დეკემბერი, 16:22
kacma rom qalis pasi icodes kargi iqneboda...
0 1 2