შოუბიზნესი ვინ წარმოიდგენდა, რომ ეს ბავშვი აშშ-ს სექს-სიმბოლო გახდებოდა? 2012, 10 დეკემბერი, 21:18 გამოიცნობთ ვინ არის ეს გოგონა? ფოტოზე გამოსახულია ამერიკელი მსახიობი და მოდელი. ოქროს გლობუსის ნომინანტი. განსაკუთრებით სახელი გაითქვა გაბრიელ სოლისის როლის შესრულებისთვის ეი-ბი-სის სატელევიზიო სერიალში „სასოწარკვეთილი დიასახლისები“. დაიბადა 1975 წლის 15 მარტს ტეხასის ქალაქ კორპუს-კრისტში (აშშ). ოჯახში ის ყველაზე პატარა ბავშვი იყო. ბავშვობა რანჩოზე გაატარა და სწორედ მაშინ ნახა პირველად ფილმი "რემბო", რომლის ნახვის შემდეგ დიდხანს ეგონა, რომ ფილმში მხოლოდ აფეთქებებსა და სროლებს აჩვენებდნენ. სკოლის შემდეგ ის მოეწყო ტეხასის უნივერსიტეტში, რომელიც დაამთავრა ბაკალავრის ხარისხით შეისწავლა მეცნიერება კუნთების და მათი დახამარებით შესრულებული მოძრაობების შესახებ. სწავლისაგან თავისუფალ დროს ის მონაწილეობას ღებულობდა სტუდენტურ თეატრალურ დადგმებში, ბოლოს და ბოლოს მან გადაწყვიტა გამხდარიყო მსახიობი. საქვეყნოდ ცნობილი მოდელი მას შემდეგ გახდა, რაც მაღალი ხარისხის სარეკლამო კლიპებსა და მამაკაცების ჟურნალების მრავალ ყდაზე გამოჩნდა. ასევე ცნობილია მისი ურთიერთობით ფრანგ ენბიეის ვარსკვლავთან ტონი პარკერთან, რომელზედაც2007 წელს დაქორწინდა. 57სმ სიმაღლის მსახიობი „ჰოლივუდის ყველაზე ლამაზი ფეხების“ ტიტულის მფლობელია. დიახ ეს არის "სასოწარკვეთილი დიასახლისი" ცეცხლოვანი ევა ლონგორია. 68 4-ს მოსწონს
|