x
image
თაზუ
საქართველოს შექმნის რუსული ვერსია

imageამ დღეებში რეფერატს ვწერდი ქართულ წეს-ჩვეულებებზე, რომლებიც მოქმედებენ ტურიზმის განვითარებაზე. თემა არც ისე ადვილი დასაწერი გამოდგა. სად აღარ ვეძებე და შემთხვევით გადავაწყდი რუსულ საიტზე დაწერილ სტატიას, რომელიც საქართველოს შექმნის ორიგინალურ ვერსიას მოგვითხრობდა. სტატიას დაახლოებით 19-20 წლის რუსი გოგონა წერდა.

"ერთხელ ღმერთმა გადაწყვიტა, ერებს შორის მსოფლიოს განაწილება. ამ დროს ქართველები ქეიფობდნენ და დააგვიანდათ უფალთან მისვლა. ღმერთმა მიზეზის გაგების შემდეგ იკითხა, თუ რის სადღეგრძელოს სვამდნენ ისინი. ქართველებმა ამაყად უპასუხეს, ღვთის სამშობლოსა და ჩვენი კარგად ყოფნის დავლიეთო. უფალმა მიუგო: "მართალია მთელი მსოფლიო გავანაწილე, თუმცა მიწის პატარა ნაგლეჯი ჩემთვის დავიტოვეო. ეს მხარე ულამაზესია თავისი ბუნებითა და გასაოცარი მიწის ნაყოფიერებით. მე მსურს თქვენი ამ მხარეში დასახლება. გავა წლები, მაგრამ ადამიანთა მოდგმა გაოცდება თქვენი ქვეყნის სილამაზით."

აი ასეთი ლამაზი და გასაოცარი ქვეყანაა ჩვენი სამშობლო. მართალია ეს მხოლოდ ლეგენდაა, მაგრამ ყველა ლეგენდაში სიმართლის პატარა მარცვალი მაინც არის ხოლმე. მე პირადად ძალიან გამახარა და სიამაყით ამავსო რუსი გოგონას სტატიამ.

10
107
9-ს მოსწონს
2-ს არა
ავტორი:თაზუ
თაზუ
107
  
2018, 20 ივნისი, 18:07
ეს არაა რუსული ვერსია. ქართველების ლეგენდაა ეს. ასეთი ლეგენდა აქვთ ასევე შოტლანდიელებს. და ისინი ამატებენ იმათ დაგვსაჯა ღმერთმა ოღონდ დაგვიანებისთვის, რომ ინგლისელები დაგვისახლა მეზობლადო. ჩვენ ყველა მეზობელი სასჯელად მოგვივლინა, არა მხოლოდ რუსები :)))
2012, 13 დეკემბერი, 2:08
: )))
2012, 13 დეკემბერი, 1:13
ეგ ვიცოდი ) მართლაც ასეა )
2012, 11 დეკემბერი, 1:37
ყველას უნდა გამორჩეული იყოს :D
2012, 10 დეკემბერი, 11:06
კაიფი იმაშია რო ბევრ ქვეყანას აქვს მსგავსი ტიპის ლეგენდა საკუთარ თავზე:დდდ
2012, 10 დეკემბერი, 1:52
გაიხარე
2012, 10 დეკემბერი, 1:50
მადლობა კომენტარისთვის
2012, 10 დეკემბერი, 1:47
...ქართველნი გახლავართ,
გავშალეთ ნაბდები …
შენი სადგეგრძელო თასები დავცალეთ,
რიგს ლხინი ვარჩიეთ, გაქეთ და გადიდეთ
და დაგვაგვიანდა ჰე ღმერთო მოწყალევ…
დავლოცეთ შენს მიერ შექმნილი სამყარო,
მეუფევ მაღალო...

ნაწყვეტი იოსებ ნონეშვილის (1918-1980) ლექსიდან "ღმერთი და ხელები".
2012, 10 დეკემბერი, 1:32
მადლობა :*
2012, 10 დეკემბერი, 1:29
მაგარია :*
წინა კომენტარების ნახვა
0 0 10