"ყურადღება.. აღსასრული!.. დედამიწასთან ახლოს გიგანტური ასტეროიდი შენიშნეს"
ახალმა გამოკვლევებმა აჩვენა, რომ კოსმოსში დაახლოებით 47 000 ასტეროიდი იმყოფება დედამიწასთან შეჯახებისთვის ძალიან ახლოს. ყველაზე სახიფათო არის დაახლოებით 700 მეტრიან ასტეროიდი. ამ ასტეროიდთან შეჯახებამ შეიძლება გამანადგურებელი ზიანი მიაყენოს დედამიწას. ეს ასტეროიდი საკმაოდ დიდია და თავისუფლად შეუძლია დედამიწის განადგურება. ამ ასტეროიდის გარდა დედამიწასთან კიდევ მრავალი ასტეროიდია, რომელთაც შეუძლიათ ქალაქის განადგურება. ყველაზე საშიში ასტეროიდები იმყოფებიან დედამიწისგან დაახლოებით 5 მილიონი კილომეტრის დაშორებით. ამის გარდა ისინი საკმარისად დიდები არიან იმისათვის, რომ არ განადგურდნენ ატმოსფეროში შემოსვლის დროს და მოუტანონ ზიანი ქალაქს ან მთელ ქვეყანას.
2012 წლის 21 დეკემბერს მეცნიერების აზრით სამყაროს აღსასრული დადგება, მაგრამ რა გზით ეს უცნობია. კიდევ ნახევარი წლის წინათ გვეგონა, რომ 2012 და დედამიწის აღსასრული მცდარი ჭორები იყო. მაგრამ ხალხის ყურადღება მიიპყრო 2011-2012 წელს მომხდარმა კატასტროფებმა: გლობალური დათბობა, მიწისძვრა, ცუნამი, პათოლოგიური სიცივე და სიცხე, წყალდიდობა. 2011 წელს კი დამყარდა რეკორდი მომხდარ კატასტროფებში ანუ ამდენი კატასტროფა ერთ წელს არასდროს არ მომხდარა. მოხდება ის რაც საუკუნეებით ადრე იყო ნათქვამი.. დედამიწას არ შეუძლია იარსებოს ასეთ მდგომარეობაში საჭიროა ასე ვთქვათ დედამიწის გადაბადება ("перерождение") - პროცესი, რომელსაც ხალხი აკვირდება. არსებობს კიდევ რამოდენიმე ვარიანტი ქვეყნის აღსასრულისა, თუმცა ჯერ-ჯერობით მხოლოდ ეს ორი ვარიანტი მოიაზრება ყველაზე რეალურად.. ( თუ შეიძლება ამას რეალური ვუწოდოთ! )
ნს გარდა