სხვა რამდენ ხანს იცოცხლებთ? 2012, 9 დეკემბერი, 2:01 ![]() ავიღოთ რიცხვი 72 - სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა. მას უნდა გამოაკლოთ ან მიუმატოთ თქვენს მიერ პასუხის გაცემისას დაგროვებული ქულები: 1. თუ მამაკაცი ხართ, მოცემულ რიცხვს გამოაკელით 3. ქალებმა კი უნდა დაუმატონ 4, რადგან ისინი საშუალოდ 7 წლით მეტს ცოცხლობენ, ვიდრე მამაკაცები. შესაბამისად, მამაკაცების სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა შეადგენს 69, ხოლო ქალების - 76 წელიწადს. 2. თუ ქალაქში ცხოვრობთ, რომლის მოსახლეობა 1 მლნ-ს აჭარბებს, გამოაკელით 2 წელი. 3. თუ გონებრივი შრომით ხართ დაკავებული, გამოაკელით კიდევ 3 წელი. 4. თუ დასახლებულ პუნქტში ცხოვრობთ, რომლის მოსახლეობა 10 ათასზე ნაკლებია, მიუმატეთ 2 წელი. 5. თუ კვირაში 5-ჯერ სპორტით ხართ დაკავებული ნახ. საათით მაინც - მიუმატეთ 4 წელი, თუ 2-3-ჯერ, მიუმატეთ 2 წელი. 6. თუ ცოლიანი ხართ (გათხოვილი, აპირებთ დაოჯახებას), მიუმატეთ 5 წელი, თუ არა - გამოაკელით თითო წელი მარტოხელა ცხოვრების ყოველ 10 წელზე (25 წლის ზემოთ). 7. თუ თქვენ გამუდმებით გძინავთ 10 საათზე მეტხანს, გამოაკელით 4 წელი. თუ 7-8 საათს გძინავთ, ნურაფერს ნუ გამოაკლებთ. 8. თუ ცუდად გძინავთ, გამოაკელით 3 წელი. დიდი დაღლილობა, ისევე, როგორც ხანგრძლივი ძილი - ცუდი სისხლის მიმოქცევის ნიშანია. 9. თუ ნერვული, ფიცხი ადამიანი ხართ, გამოაკელით 3 წელი. თუ მშვიდი და გაწონასწორებული - მიუმატეთ 3 წელი. 10. თუ ბედნიერი ხართ, დაუმატეთ 1 წელი. თუ უბედური - გამოაკელით 2 წელი. 11. თუ საჭესთან ყოფნისას გამუდმებით არღვევთ მოძრაობის წესებს, გამოაკელით 1 წელი. 12. თუ გამუდმებით არ გყოფნით ფული და ფიქრობთ, თუ სად გამოიმუშავოთ, გამოაკელით 2 წელი. 13. თუ საშუალო განათლება გაქვთ, მიუმატეთ 1 წელი. თუ უმაღლესი - 2. 14. თუ პენსიაში ხართ და განაგრძობთ მუშაობას, მიუმატეთ 3 წელი (სრული უსაქმურობა, ურთიერთობის არქონა ამოკლებს სიცოცხლეს). 15. თუ თქვენმა ბებიამ (პაპამ) 85 წლამდე იცოცხლა, მიუმატეთ 4 წელი. თუ რომელიმე მათგანი მოულოდნელად გარდაიცვალა და ვერ მიაღწია 50 წელს (გარდაიცვალა ინსულტით, ინფარქტით), გამოაკელით 4 წელი. 16. თუ რომელიმე ახლო ნათესავმა ვერ იცოცხლა 50 წლამდე და კიბოთი გარდაიცვალა, გამოაკელით 3 წელი. 17. თუ დღეში 3 კოლოფზე მეტ სიგარეტს ეწევით, გამოაკელით 8 წელი, თუ 1 კოლოფს - 6 წელი, თუ 1 კოლოფზე ნაკლებს - 3 წელი. 18. თუ ყოველდღე სვამთ თუნდაც 1 წვეთ სპირტიან სასმელს, გამოაკელით 1 წელი. 19. თუ თქვენი წონა 20 კგ-ით აღემატება თქვენი ასაკისა და სიმაღლისათვის დასაშვებ ნორმას, გამოაკელით 8 წელი. თუ 15 კგ-ით - 4 წელი. თუ 5-10 კგ-ით - 2 წელი. 20. თუ თქვენ 40 წელზე მეტი ხნის ხართ და ყოველწლიურად გადიხართ პროფილაქტიკურ შემოწმებას, მიუმატეთ 2 წელი. თუ 30-40 წლის ხართ, მიუმატეთ ასევე 2 წელი; თუ 40-50 წლის - 3 წელი; თუ 50-ზე მეტი ხნის - 4 წელი. რიცხვი, რომელსაც მიიღებთ, საბოლოო ჯამში იქნება ის ასაკი, სადამდეც შეძლებთ იცოცხლოთ. მაგრამ, რა თქმა უნდა მას გადააჭარბებთ, თუკი უარს იტყვით მავნე ჩვევებზე. 551 7-ს მოსწონს |
"...მაგრამ, რა თქმა უნდა მას გადააჭარბებთ, თუკი უარს იტყვით მავნე ჩვევებზე."