ნამცხვრები როგორ მოვამზადოთ მარტივად უგემრიელესი კრუასანი ( + ფოტო გაკვეთილები) 2012, 8 დეკემბერი, 21:45 მომზადების წესი
1 ცომი: არაჟანი 200გრ ფქვილი 200 გრ. გამაფხვიერებელი ან სოდა 0.5 ჩკ 2 ცომი: ნაღების კარაქი 200 გრ ფქვილი 200 გრ. გამაფხვიერებელი ან სოდა 0.5 ჩკ. კრემი: ქლიავის ჯემი, შოკოლადი, კურაგა, ყველი, ვიჩინა ან ნებისმიერი რამ რაც თქვენ გნებავთ. მომზადების წესი იმდენად მარტივია დაწერა არც არის საჭირო.თავისუფლად მიხვდებით სურათებიდან. პირველი ცომი: მეორე ცომი: მოვზილოთ ორი გუნდა და გავაბრტყელოთ. შემდეგ ერთმანეთზე დავდოთ და კიდევ გავაბრტყელოთ. გაბრტყელებული გუნდები გადავკეცოთ კონვერტისებურად. შემდეგ შევდოთ მაცივარში 30 წუთით. მაცივრიდან გამოღებული ცომი გავაბრტყელოთ და დავჭრათ სამკუთხედებად. შემდეგ ჩავდოთ გული და გადავახვიოთ. მივიღებთ ასეთი ფორმის კრუასანებს. გამოვაცხობთ 200 გრადუსზე 10-15 წუთის განმავლობაში. გამომცხვარ კრუასანებს მოვაყრით პუდრას. გემრიელად მიირთვით!!! 5330 5-ს მოსწონს
|