ბრიტანული რეალიტი-შოუს "Desperate Scousewife''-ს ტელეწამყვანმა ლეილა ფლაერტიმ გასულ შაბათს ისე შეირცხვინა თავი, რომ ტელევიზიაში თავი აღარ გამოეყოფა.დიდების მწვერვალზე ასასვლელად არასწორი გზა აირჩია, ახალგაზრდა ქალი ისე "გამოძღა" ალკოჰოლით, რომ ღორივით ბალახზე კოტრიალობდა, პაპარაცებმაც არ დააყოვნეს და მისი "გმირული" საქციელის ფოტოები საქვეყნოდ "გამოაჭენეს".ცივმა წვიმამაც ვერ გამოაფხიზლა გალეშილი ქალბატონი.ახლა უკვე ტელევიზიაში მისი განთავისუფლების საკითხი წამოიჭრა.მეორე დღეს ქალბატონმა ლეილამ თავი იმართლა:"საერთოდ არ ვსამ და დოზა ვერ გავითვალისწინეო", თუმცა ფაქტი სხვას ღაღადებს, ეს პირველი შემთხვევა არაა, იგი სხვა დროსაც ყოფილა ამ მდგომარეობაში.