საქართველო პრეზიდენტმა 92 მსჯავრდებული შეიწყალა. 2012, 7 დეკემბერი, 15:14 პრეზიდენტის პრესსპიკერმა მანანა მანჯგალაძემ გააკეთა განცხადება მსჯავრდებულების შეწყალების შესახებ. შეწყალებულები არიან იმ კატეგორიის პატიმრები, რომლის გათავისუფლების რეკომენდაციითაც პრეზიდენტის ადმინისტრაციას რამდენიმე დღის წინ სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების მინისტრმა სოზარ სუბარმა მიმართა. საქმე ეხება მსჯავრდებულთა იმ ჯგუფს, რომელთა ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმე, ან უკიდურესად მძიმეა. შეწყალებული პატიმრები ციხეებს დღესვე დატოვებენ. 22 4-ს მოსწონს
|