სისხლის სამართალი ტაიგაში მეთევზეებმა თავიანთი ამხანაგები შეჭამეს? 2012, 6 დეკემბერი, 9:37 იაკუტიაში, გამომძიებლებმა აღძრეს სისხლის სამართლის საქმე მას შემდეგ, როდესაც ტაიგაში აღმოაჩინეს ადამიანების ჩონჩხის ნარჩენები.საინფორმაციო საშუალებები განიხილავენ კანიბალიზმის ვერსიას. 8 აგვისტოს 4 თავგადასავალის მაძიებელი მეთევზე გაემგზავრა ტაიგაში სათევზაოდ და დაიკარგნენ.უკანასკნელად ისინი ახლობლებს სექტემბრის თვეში დაუკავშირდნენ, მას შემდეგ მათი ასავალ-დასავალი არავინ იცოდა.გამოცხადდა ძებნა.28 ნოემბერს ორი მეთევზე, ალექსანდრე აბდულაევი და ალექსეი გლადულენკო ცოცხლები იპოვეს და გადაყვანილი იქნენ საავადმყოფოში.ხოლო ორი მეთევზე ანდრეი კუროჩკინი და ვიქტორ კომაროვი უგზო-უკვლოდ დაიკარგნენ.გადარჩენილები ყვებიან, რომ მდინარე სუტამის გადალახვის დროს მათი მანქანა ჩაიძირა და ფეხით განაგრძეს გზა, შემდეგ ერთ-ერთმა ფეხი დაიზინა და ამის შემდეგ ორად გაიყვნენ, ერთი დაჭრილთან დარჩა, ხოლო ორმა ცალკე გააგრძელეს გზა.თუმცა Life News-ის სანდო წყაროს ინფორმაციით, გამოძიება მთავარ ვერსიად "კაციჭამიობის" ფაქტს განიხილავს. ამას ადასტურებს წინასწარი დათვალიერების შემდეგ ნაპოვნი ადამიანის ნარჩენები.ექპერტიზის საბოლოო პასუხები თვენახევარში იქნება ცნობილი. 295 3-ს მოსწონს
|