x
image
ბატონოგედი
მზე უსირცხვილოა ?!
image მე გული მტკივა, ხანდახან თვალებიც. დედაჩემს უფრო მეტი რამ.

ჩემს მეგობრებს სევდა ასდევნებიათ, საკუთარი და სხვისი უსუსურობის გამო. ჩემს მეზობლებს გარყვნილება სჭირთ, თუმცა ამას ვერ ხვდებიან ან თუ ხვდებიან მათ ეს ის ჭირი ჰგონიათ რომელიც

მარგებელია. ჩემი ქალაქი მოწყენილია. ჩემი ქვეყანა უკვე მერვე

საუკუნეა ინგრევა (არაბების ერთგვარ მოთელვას თუ არ ჩავთვლით) ჯერ მომღოლებმა დაიწყეს და "ის საქმე უნდა აკეთო რომელიც იციო" მათზეა ნათქვამი. შემდეგ სპარსელებმა(ირანი), ოსმალებმა(თურქეთი), მერე ლეკებმა წაგვლეკეს და რუსებმა დასვეს წერტილი. მაგრამ სამი. ახლა კი ჩვენ თვითონ ვანგრევთ ჩვენს ქვეყანას და არც თუ ურიგოდ გამოგვდის.


image
ჩვენი ქვეყნის მეზობლები

ქრონიკულად ომობენ ნაგლეჯი მიწისთვის. უფრო სამხრეთით 20 საუკუნეა ომია. კიდევ უფრო სამხრეთით ახლაც შიათ. ამერიკა ყველას დასავლეთიდან გვემუქრება, ტერორიზმი ყველას ყველა მხრიდან. რუსებს დოსტოევსკი არ ახსოვთ. იაპონიას მუშაოვა კლავთ, ესპანეთს სიზარმაცე.

ჩვენს პლანეტას რესურსებს ვწოვთ: ნავთობს, გაზს, წყალს... ყველა სასარგებლო თუ უსარგებლო მინერალს. სამყარო იფიტება და კვნესის. მზე კი კვალვ ყოველ დილით ამოდის და ანათებს ასეთ პლანეტას.

მგონი მზე უსირცხვილოა !

17
123
12-ს მოსწონს
ავტორი:ბატონოგედი
ბატონოგედი
123
  
2012, 6 დეკემბერი, 16:23
დიდი მადლობა ბატონო ლიცი. უბრალოდ საკუთარ უსუსურობაზე ვარ ნაწყენი.
2012, 6 დეკემბერი, 16:19
არამარტო უსირცხვილი, არამედ უნამუსოც, ბატონო ბატონოგედი :) ) სერიოზულად კი, ვიზიარებ თქვენს პათოსს
2012, 4 დეკემბერი, 23:41
რა თქმა უნდა. ხუმრობის ნაცილი იყო.
2012, 4 დეკემბერი, 23:30
მე როდესაც ვნახე თქვენი სტატია მაშინ დავაკომენტარე....
2012, 4 დეკემბერი, 22:43
მთვარეს ყოველთვის ვხედავ,როცა ანათებს:დდ,ბნელი მთვარის დანახვა წარმოსახვითაა შესაძლებელი,ის ე ნევასმოჟნა:დდ
2012, 4 დეკემბერი, 22:38
და მთვარეს ვერ ხედავ ? :)) (თუნდაც ბნელს)
2012, 4 დეკემბერი, 22:37
გენაცვალე , შენც მშვენივრად მიხვდი... მაგრამ რეზო-რეზო მ დაგასწრო მაგ აზრის გამოთქმა :)))
მაგრამ ასე კარგად ვერ მღერის :)
2012, 4 დეკემბერი, 22:34
ჩემი არა მაგრამ ტვინის და გულის მოდელი მინახავს:დდ
ღმერთი როგორ არ ჩანს,მეტსაც გეტყვი ეშმაკიც ჩანს:დდდ
2012, 4 დეკემბერი, 22:33
ქვეყანას სიყვარული ანათებს და ატრიალებს ბატონოგედი... და ერთ დღესაც, ღმერთმა ნუქნას_ დღეს,______ "სიყვარული თუ გაქრება მზე იტირებსდა ჩაქრება , ჩვებ ვერ გავიგებთ რა ხდება"....
2012, 4 დეკემბერი, 22:30
ღმერთი ჩანს ? თქვენი ტვინი თუ გინახავთ ოდესმე ? ან გული ?
:))
წინა კომენტარების ნახვა
0 0 10