x
image
ბატონოგედი
იდეალური ასაკი
გარკვეულ დროს ალბათ ყველას უფიქრია ამაზე. არის თუ არა

იდეალური ასაკი?! ან რა ასაკში რისი კეთება ჯობია?! რომელ ასაკში იგრძნობდნენ ბედნიერად თავს და ა.შ.

პირადად ჩემთვის ერთგვარი ოქროს შუალედი იყო 18 წელი.

image
როცა საკმარისად დიდი ვიყავი


იმისთვის რომ ჩემთვის აზრი ეკითხათ

და საკმარისად ახალგაზრდა იმისთვის

რომ "სიგიჟეები" ჩამედინა. თუმცა

რათქმა უნდა თავისი ნაკლი მასაც ქონდა.

მაგალითად როდესაც 16 წლის ვიყავი ჩემი ნათქვამი (თუნდაც გონივრული) ერთგვარ უნდობლობას იწვევდა ასაკის გამო.(არავის უნდა 16 წლის ბიჭის ჭკუაზე იაროს) აი 16 წლის ადამიანები კი ჩემთვის იყვნენ მეტისმეტად ახალგაზრდები.

10 წელი გავიდა, 26 წლის ვარ და არსებითად არაფერი შეცვლილა. ჩემი 20-22 წლის მეგობრებისთვის მოხუცი ვარ (და ეს ერთგვარ სახუმარო თემად იქცა.) ხოლო ის ვინც ასაკით აღმემატება, ჩემი სიტყვა უფერულდება მათთვის, ჩემი ასაკის გაგებისთანავე.

ცხადია ეს დეპრესიული შუახნის მამაკაცის მონოლოგი არაა. უბრალოდ დავფიქრდი ციფრებზე. როდისაა იდეალური, ყველასათვის მისაღები ციფრთა მოხაზულობა?! მოხუცებს იმიტომ არ ვუსმენთ რომ "სკლეროზი" აქვთ, ახალგაზრდებმა ჯერ არაფერი იციან, შუახნის ადამიანებს საპასუხოდ არ ცალიათ. არ იციან რომელ ჯგუფს მიეკუთნებიან.

ზუსტად არ მახსოვს რომელი ფილმიდანაა. მაგრამ ასეთი დიალოგი დამამახსოვრდა. ახალგაზრდა ქალი ეკითხება თავისუფალ მამაკაცს. როდის დაიბადეო. კაცი პასუხობს- ერთხელ როდესაც ვიკითხე როდის დავიბადე ასე მიპასუხეს - ზაფხულში.

არამგონია ეგ ცუდი იყოს. თუ არავის გვეცოდინება საკუთარი ასაკი და მათი გონებრივი ხანდაზმულობით და არა ციფრობრივი ასაკით შევაფასებთ ერთმანეთს.

რადგან იდეალური ასაკი არ არსებობს. ან ძალიან ახალგაზრდა ხარ ან ძალიან ბებერი.

20
397
14-ს მოსწონს
ავტორი:ბატონოგედი
ბატონოგედი
397
  
2012, 13 დეკემბერი, 20:37
რტული სათქმელია, როგორც ავღნიშნე სუბიექტურია...
2012, 13 დეკემბერი, 20:32
მე არავარ 25ის.... მაგრამ ვფიქრობ ამ ხნის ადამიანს საკმაოდ ბევრი რამ აქვს ნანახი უკვე.... არ გედავები თუმცაგა უფრო დაბალ ასაკს ჯობიუა ჩემი აზრით
2012, 13 დეკემბერი, 20:30
შენ ხარ 25ს :)))) ეგ ცოტა სუბიექტურია, გააჩნია ვის რა პერიოდში უყალიბდება აზროვნება და ფიზიოლოგია :)
2012, 13 დეკემბერი, 20:28
მე ვფიქრობ 25 წელი ყველაზე მაგარი ასაკია აზროვნებითაც ჩ
ამოყალიბებილია ადამიანი და ფიზიკურადაც
2012, 6 დეკემბერი, 16:24
კი მართალი ბრძანდებით, არსებითად არც მე შევცვლილვარ მას შემდეგ რაც შეგნებული ცხოვრება დავიწყე :)
2012, 6 დეკემბერი, 16:23
ბატონოგედი, ასაკში ვარ, მაგრამ სულის სიღრმეში ისევ ის ბიჭი ვარ "ხუჭუჭა პატარა" . გაცვეთილი ფრაზაა, მაგრამ გული მართლა არ ბერდება
2012, 1 დეკემბერი, 15:43
კაი )))))))))
2012, 1 დეკემბერი, 13:09
ნამდვოლად მასეა ირაკლი. და თუ შენზე პატარებსაც უსმენ და უფროსებსაც სწორად იქცევი.
მაგრამ სტატიის მთავარი მოტივი შეფასებაზე იყო გაკეთებული.
თორემ პირადად ვიცნობ 17-18 წლის ადამიანებს რომლებიც ნებისმიერ ინტელექტუალირ თამაშში ნებისმიერ 40 წელს გადაცილებულს აახევენ სახეს :))) ასეთი საკუთარ გუნდშიც მყავს. პრობლემა დანარჩენი საზოგადოებაა რომლებიც მათ უბრალოდ ლაწირაკებად აღიქვავენ.
2012, 1 დეკემბერი, 13:05
შენ რა ჩემი სტატიის გაგრძელება დაწერე ? :))) თუ გგონია ჩემზე უფროსებთან ან უმცროსებთან ვერ ვურთიერთობ ?
მე სტატნდარტული დამოკიდებულება ავღნიშნე ასაკთან. არაც არ მომწონს.
თორემ რასაც შენ ამბობ მგონი ჩემი ტექსტის ანალოგია .
2012, 1 დეკემბერი, 3:18
მოუსმინე ყველა ასაკის ადამიანს რომელიც შენთვის საინტერესოდ ისაუბრებს არ მიაქციო ყურადღება არც ასაკს არც მის სხვა ნაკლოვანებას ლოთი იქნება ის ნარკომანი თუ გიჟი ხშირად ძალიან განათლებულებზე ჭკვიანურ აზრს მოგაწვდიან სხვადასხვა კატეგორიის ადამიანები თუ რათქმაუნდა დაკვირვებული ხარ )))))))) მე პირადად 24 ის ვარ და 14 წლის ბავშთანაც ვმეგობრობ და ვსაუბრობ ისე როგორადაც ჩემი ხნის ადამიანებთან ან თუნდაც უფროსებთან ისეთი კატეგორიის ხალხთან არ ვიკავებ საქმეს რომელიც ჩემზე უფროსია და ამის გამო მე არ მისმენს მასარც ყურადღებას ვაქცევ და არც მის აზრს ვითვალისწინებ იმიტომ რომ ეგეთი ადამიანი არაა ჩემი აზრით საღად მოაზროვნე < ეგ ჩემი სუბიექტურია აზრია ))))))))))) დალშე შენ იცი )))))
წინა კომენტარების ნახვა
0 0 10