x
image
jango
თიკა ფაცაცია გეების პლაჟზე, თიკას პირადი ცხოვრება.

imageპროფესიით დიპლომატი თიკა ფაცაციამუდმივად თავისი ამპლუის ძიებაშია და ამისთვის შოუბიზნესი აქვს არჩეული. საკუთარი ძალები რამდენიმე კუთხით მოსინჯა იყო მოდელი, შემდეგ მომღერალი, ახლა შოუების წამყვანია. ჯერჯერობით ამაზე შეჩერდა და ამბობს,
რომ ყველაზე უკეთ ტელეწამყვანის როლში გრძნობს თავს. და მაინც, სიმღერას თავს არ ანებებს. თიკას ძალიან უყვარს ზაფხული, მისთვისაც კარგი და მისი შვილებისთვისაც. ზღვა ძალიან მიყვარს. მისთვის მემეტება დასვენებისთვის გამოყოფილი 10-12 დღე. მთა ჩემი არ არის. ადრე ასე იყო და ახლა ბევრ სიკეთეს ვპოულობ მთაშიც.შემეცვალა დამოკიდებულებები, ეტყობა, ასაკი მაინც თავისას შვრება. რაც შეეხება ცურვას, დიდი მოცურავე არ ვარ. შემიძლია დიდხანს ვიყო წყალში, მაგრამ დიდხანს ცურვა არ გამომდის, ქოშინს ვიწყებ. წყლის არა, მაგრამ ზვიგენოფობია მაქვს. არ მიყვარს სალტეებიანი საცურაო კოსტიუმები, მერე სხეულზე განსხვავებები რომ ეტყობათ. უბრეტელო საცურაო კოსტიუმს ვარჩევ ხოლმე. მომწონს ცალ-ცალკე და მთლიანი კოსტიუმები. მინდა, ქალებს ვუთხრა, რომ მთლიანი საცურაო კოსტიუმი უფრო კარგ სხეულს აჩენს. თიკას თქმით მას ბევრი კურიოზი შემთხვევია და იხსენებს ზაფხულის პერიოდში მომხდარს. ესპანურ კურორტზე მოვხვდი არატრადიციული ორიენტაციის ხალხის პლაჟზე. მათთვის ცალკე ყოფილა. რომ გაიხედავდი, ყველგან მამაკაცები იყვნენ, რომლებიც ერთმანეთს ეალერსებოდნენ. მე და ჩემი მეუღლე ვიყავით ჩემი ქმრის ორ მეგობართან ერთად. ისე გამოვიპარეთ აღარც მახსოვს.






1
7109
15-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:jango
jango
7109
  
2012, 4 დეკემბერი, 22:38
საოცრება:დდდ
0 1 1