x
მეტი
  • 22.12.2024
  • სტატია:138966
  • ვიდეო:351981
  • სურათი:512523
ექსკლუზივი: ცნობილი დიეტოლოგის გასაიდუმლოებული და ძვირადღირებული დიეტა

imageთუ თქვენ გაწუხებთ ჭარბი წონა და ძალიან გინდათ წონის დაგდება, მაშინ თქვენ ზუსტად იმ სტატიას კითხულობთ, რომელიც ამის 100%-იან გარანტიას იძლევა!
დიეტა მდგომარეობს შემდეგში: პირველ რიგში აუცილებელია ფსიქოლოგიური მობილიზება და მოტივირება იმისათვის რომ თქვენი სხეულს წინასწარი შემზადება მოხდეს. დაიმახსოვრეთ რომ ამის გარეშე თქვენ საწადელს ვერ მიაღწევთ.
ამ დიეტის ხანგძლივობა ხუთი-შვიდი დღეა, შესაბამისად წონის დანაკლისი ხუთიდან შვიდ კილოგრამდეა.
დიეტისთვის დაგჭირდებათ ნატურალური დაფქული ყავა(ხსნადი არ გამოდგება) და შავი შოკოლადი(კაკაოს შემცველობა არანაკლებ 50%).
დღიური პროდუქტების ნორმაა 100გრ შოკოლადი, 3 პორცია ყავა და უცხიმო რძე. შოკოლადი სამ პორციაზე უნდა გაყოთ. დილით, შუადღეს და საღამოს 100 გრამიანი ფილის მესამედს მიირთმევთ, 3 საათის შემდეგ ყავას მიირთმევთ-უშაქროდ, მაგრამ რძით. შეგიძლიათ აგრეთვე მიირთვათ არაგაზირებული წყალი და უშაქრო მწვანე ჩაი.
წონაში დაკლება გარანტირებულია, ამავე დროს თქვენ თავს სუსტად არ იგრძნობთ.
ეს დიეტა აბსოლუტურად ჯანმრთელ ადამიანებზეა გათვლილი.
პირადად მე მოცემულ მომენტში შოკოლადს მივირთმევ და უკვე მეორეჯერ ვიმეორებ დიეტის კურსს, რომელიც წარმატებით დასრულდა. გისურვებთ ნებისყოფას, ფსიქოლოგიურ სიმშვიდეს და რათქმაუნდა თქვენთვის სასურველ ფიგურას.
დიეტოლოგი:ნატა ახალაძე




14
7147
13-ს მოსწონს
ავტორი:JuicyFryit
JuicyFryit
7147
  
2013, 15 ივნისი, 17:16
დიეტის დასრულების შემდგომ დაგერღვევათ ნივთიერებათა ცვლა. რაც თავისთავად გასუქებას გამოიწვევს. მთელი ცხოვრება ესე ვერ იქნებით.
2013, 29 აპრილი, 20:54
რაღაც არ მომწონს,ეს დიეტა კი არა ჩვეულებრივი შიმშილია და ისედაც დავიკლებ ყავის მაგივრად თუნდაც იოგურტი მივიღო და შოკოლადის მაგივრად ბოსტნეული,უფრო ჯანსაღი დიეტა იქნება.გირჩევ ხშირად არ ცადო.
2013, 16 აპრილი, 11:48
ვაიმე როგორ იტანჯავთ ხალხნო თავს, დაიმახსოვრეთ გმერთმა როგორიც გაგაჩინათ და როგორი აგნაგობაც გაქვსთ როგორც არ უნდა ეცადოთ მაინც ვერაფერს შეცვლით, ეგ დროებითია, შეიძლება დაიკლოთ მაგრამ მაინც საწყისს დაუბრუნდებით გარკვეული დროის შემდეგ,ეს დიეტა სისულელე რადგან ერთბაშად დაკლებული ამხელა წონა, ისევ ერთბაშად მოიმატებს, გირჩევთ უბრალოდ დგეში ერთხელ ერთი ულუფა ნებისმიერი საკვები მიიგეთ და შედეგს უფრო ნახავთ, პირადი გამოცდილებიდან გეუბნებით ამას და ორი წელია ასე ვცხოვრობ და ისეთი ფიგურა მაქვს როგორზეც ყოველთვის ვოცნებობდი, არანაირი ზედმეტი კილოგრამები,არც ვითანჯები არანაირი დიეტით.))))
2013, 16 აპრილი, 10:47
ყველაზე მაგარ დიეტას გეტყვით: არ ჭამოთ გასკდომამდე, არ ჭამოთ ღამე და ირბინეთ დილა-საღამოს საშუალოდ 7 კილომეტრი. მაგაზე ჯანმრთელი და უსაფრთხო დიეტა არ არსებობს :D D: :D
2013, 16 აპრილი, 10:28
თქვენ სულ გააფრინეთ? 5-7 დღე ორგანიზმი მთლიანად სითხეზე უნდა იყოს და ეგ არის ჯანმრთელი და ექსკლუზიური დიეტა?? ვაი ამ სტატიის ავტორის ჭკუას რა ვუთხარი მე!
2013, 16 აპრილი, 9:30
რა სისულელეაა
2013, 16 აპრილი, 9:01
ესეტი "დიეტით" გარანტირებულია ჯანმრტელობის სერიოზული დაზიანება, უმოკლე დროში !
რას ემსახურება ეს "რჩევები" ქალბატონო "ნატა" ?
2013, 16 აპრილი, 8:49
ratom ascavlit xalxs aset sisuleleebs? es xom mat janmrtelobas sruliad mouspobs!
2013, 15 მარტი, 1:33
ამ დიეტოლოგის შესახებ ვერანაირი ინფორმაცია ვერ ვნახეე.. და ვინმემ თუ რამე იცის დალინკეთ,წინასწარ მადლობა:)
2012, 2 დეკემბერი, 23:12
მაწონი არ გამოდგებარძის მაგივრად? მოკლედ, ხვალ დილიდან ვიწყებ ამ დიეტას და თერმოსით წავიღებ გამზადებულ ყავას ხოლმე. მტელი დღე მაინც სამსახურში ვარ და ვნახოთ რა გამომივა, და 1 კვირის შემდეგ შედეგს დავწერ
წინა კომენტარების ნახვა
0 0 10