x
თვითმკვლელობა მოზარდებში

ვისი ბრალიimageა ნეტავ, როდესაც 25 წლამდე ასაკის ახალგაზრდები თავს იკლავენ? რამ გამოიწვია მათი ასეთი საქციელი? მშობლების უყურადღებობამ? გულგრილმა გარშემომყოფებმა? ასეთ კითხვაზე პასუხს ვერ გავცემთ, რადგანაც ადამიანისთვის შეუცნობელია სხვა ადამიანის შინაგანი სამყარო და აზრები...

31 დეკემბერს 16 წლის ბიჭი გადმოხტა მე-9 სართულიდან შეყვარებულთან დაშორების გამო, 28 წლის ბიჭმა თავი ჩამოიხრჩო საცოლესთან დაშორების გამო, 22 წლის ბიჭმა თავი მოიკლა, თუმცა რის გამო ამას უკვე მნიშვნელობა აღარ აქვს. ალბათ ისინი, რომ ეკლესიას მინდობილი ადამიანები ყოფილიყვნენ ასეთ სულიერ სისუსტეს არ გამოიჩენდნენ, თუმცა ასე შორიდან ბრტყელი ფრაზების სროლა ადვილია. მშობლებსაც მიუძღვით ბრალი, რადგანაც ვერ იჩენენ ყურადღებას და იმდენად არიან გადართულნი სამსახურზე, რომ ვერც კი ამჩნევენ ბავშვების გულჩაკეტილობას. ნამდვილად მაწუხებს ის ფაქტი, რომ თვითმკვლელობა აქტუალური თემა გახდა.

ხანდახან ისე გჭირდება ვიღაც, ვინც სწორ გზაზე დაგაყენებს, რომ ეძებ მას, თუმცა ამ დროს აღმოჩნდება, რომ მშობლები სამსახურიდან დაღლილები მოვიდნენ, მეგობრებს არ სცალიათ. უჩნდებათ ის აზრი, რომ ტვირთად აწევს ყველას მისი თავი და გაქცევას ამჯობინებენ. ნეტავ რას ფიქრობდა გალაქტიონი სინამდვილეში თვითმკვლელობის დროს?

სულ ცოტა ხნის წინ ერთმა ადამიანმა თქვა, რომ მისმა კლასელმა თავი მოიკლა. ორმოცი დღეც კი არ იყო გასული. მიზეზი, რომ ვკითხე მიპასუხა, რომ თავისებური ბავშვი იყო. სკოლაში თითქმის არავისთან მეგობრობდა და არც მიცდია მასთან დამეგობრება და ახლა ძალიან ვნანობო. რომ დავფიქრდეთ იქნებ რაიმეს შეცვლა ჩვენც შეგვიძლია? იქნებ აჯობებს მოზარდებს გარიყვის მაგივრად გვერდში ამოვუდგეთ? არ დავცინოთ იმის გამო, რომ მშობლებმა აიფონი ვერ უყიდეს. იქნებ ვეცადოთ ნათლიებმა, რომ ნათლულები მხოლოდ ნათლობაზე არ გვყავდეს გვერდით.



1
122
3-ს მოსწონს
ავტორი:ბ_ანი
ბ_ანი
122
  
2012, 2 დეკემბერი, 13:48
ერთი ისტორია ვიცი : ერთერთ სოფელში კაცმა თავი მოიკლა და ქელეხზე ერთი კაცი გადარეული იყო ეს რა გააკეთა ცოლ-შვილი დატოვა ნეტა რა დარდი ქონდა ასეთი , ეს ხო ცოდვაა, ეს როგორ გააკეთა და ა.შ....მეორე საღამოს ამ კაცმაც თავი მოიკლა.,...
0 1 1