x
როცა მარტოობის გეშინია...




ხანდახან არისimage მომენტები, როცა ძალიან გეშინია. გეშინია სიახლისა და ყოველგვარი არჩევნის. უბრალოდ რჩები შენს თავთან მარტო და ამ მარტოობის გეშინია. გინდა გაიარო შენი გზა ისე, რომ სადმე არ დაეცე და წამოდგომა არ დაგჭირდეს.
გინდა, რომ იმათ მაინც ესმოდეთ შენი ვინც საუკეთესო მეგობრად მიგაჩნია. გინდა, რომ მათ უყვარდე მხოლოდ გაცინებული კი არა სევდიანიც და არ გაგირბოდნენ.
რთულია, როდესაც არ გინდა საზოგადოებაში შენი თავი დაკარგო და ამის გულისთვის ეკედლები ისეთებს, ვისაც შენი არ ესმით. მათ შენი არ ესმით, შენ კიდევ არ გინდა მარტოობა. არ გინდა იმიტომ,
რომ გეშინია. ეს ძირითადად მაშინ ხდება, როდესაც ვიღაც ძვირფასს კარგავ და ფიქრობ იმ სიცარიელეზე, რომელიც მის ადგილას რჩება. რაც უფრო დიდი ადგილი უკავია მას მით უფრო დიდი სიცარიელე რჩება და შენც ამ სიცარიელეში შთანთქმის გეშინია.
ეს ნამდვილად არ არის სასოწარკვეთილება იმიტომ, რომ ადამიანი ხარ და ცხოვრების ისედაც მცირე დროში მარტოობა არ გინდა.

2
39
3-ს მოსწონს
ავტორი:ბ_ანი
ბ_ანი
39
  
2012, 10 ნოემბერი, 23:30
ხოდა არ მეშიანია :)
2012, 10 ნოემბერი, 22:38
ნუ გეშინია ბ_ანი, აქ არა ვარ ! :)
0 1 2