x
განგამ სთაილ..

imageმოგეხსენებათ, სანამ სტატია დაიწერება საჭიროა ავირჩიოთ კატეგორია და დავფიქრდი, მინდოდა კულტურა მომენიშნა, მაგრამ თავს ვერ მოვატყუებდი. ამ სტატიით მინდა შევეხო დღეისათვის "პოპულარულ" "სიმღერას", რომელმაც მთელი ინტერნეტსამყარო "შეძრა". რამდენი, მართლაც, კარგი და გემოვნებიანი სიმღერა რჩება უყურადღებოდ. გავრცელდა ინფორმაცია, რომ ამ "სიმღერამ" ნახვის რეკორდი მოხსნა. გაკვირვებული ვარ, ნეტავ რა მოსწონთ ამ "სიმღერაში"? ნათქვამია გემოვნებაზე არ დაობენო, მაგრამ ყველაზე მეტს ამაზე დაობენ. მეგობარმაც მირჩია ცოტა იუმორისტული თვალით შეხედეო, მაგრამ დავიჯერო იუმორიც დამიჩლუნგდა? ვერცერთი მხარე ვერ მოვუძებნე, რაც ამ "სიმღერას" მომაწონებდა, თუმცა გადაკეთებული ვერსიები უფრო სახალისოა ვიდრე ორიგინალი.

7
54
2-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:ბ_ანი
ბ_ანი
54
  
2012, 25 ნოემბერი, 15:36
ამ სიმღერას რითმი აქვს რომელიც უბრალოდ აღგძრავს იცეკვო ეგ არი და ეგ რაც ახალგაზრდებს ხიბლავს მასში,სხვა არავითარი არსებითი ღირებულიბა არ გააჩნია ამ სიმღერას,
2012, 25 ნოემბერი, 15:31
ეგ საერთოდ ადამიანის პრიქიკაა, როცა მოკვდება ვინმე მერე გვახსენდება, რომ ის "გმირი" ან "ლეგენდა" იყო... ალბათ სიკვდილი რეპუტაციას ზრდის
2012, 25 ნოემბერი, 15:29
ხო ეგ ჰიტია ახალგაზრდებისო როგორც გავიგე ))) გემოვნებაზე არ დაობენ...
ეგრე თუა ახლაც ვერ ვხვდები რატო მოწონთ პედოფილი ჯექსონის სიმღერები?რო მოკვდა ყველა ფანი რო გახდა.. 2 რაღაცის გამო არ ვუსმენ, 1 რო მართლა არ მომწონს. და მეორე ის რომ ბოიკოტს ვუცხადებ ავადმყოფი სულის ხალხის სიმღერებს ))
2012, 25 ნოემბერი, 15:27
მეორე ასეთი არის კიდევ გოჭი მთაზე მიცოცავს :D
2012, 25 ნოემბერი, 15:25
გაგიჟება არცერთ სიმღერაზე არ ვარგა )
2012, 25 ნოემბერი, 15:20
შეიძლება ცუდი არ არის, მაგრამ როგორც გაგიჟებულები არიან ეგეთი მაგარიც არ არის.
2012, 25 ნოემბერი, 15:14
გადასარევი არაა , მაგრამ არც ისე ცუდია შენ რო ამბობ )
0 1 7