რა აკავშირებთ ვანო ჯავახიშვილს და ვანო მერაბიშვილს? ორი ვანო, რომელიც ქვეყანამ არ უნდა დაკარგოს!
უკვე დიდი ხანია მინდა ამ სტატიის დაწერა, მაგრამ გარემო პირობები არ მაძლევდა ამის საშუალებას. გუშინ კი ვანო ჯავახიშვილს ისეთი მონოლოგი ქონდა თავის გადაცემაში, თითქოს ჩემს გულში იჯდაო და გადავწყვიტე სტატიის დაწერა აღარ გადამედო. რაც შეეხება სათაურს, სწორედაც რომ არ უნდა დაკარგოს ჩვენ ქვეყანამ ისეთი საზრიანი და ნიჭიერი ადამიანები, როგორიც ვანო ჯავახიშვილი და ვანო მერაბიშვილია.
ვანო ჯავახიშვილი - ადამიანი, რომელიც უკვე რამდენი წლებია ჩვენი ოჯახისწევრივითაა და კრიტიკანარევი იუმორით ცდილობს გამოაფხიზლოს და აუხილოს საზოგადოებას თვალები. მის ყოველ იუმორისტულ ნათქვამში სწორედაც რომ მწარე რელობა იგრძნობა.
ვანო მერაბიშვილი - ადამიანი, რომელმაც მოგვცა მშვიდად ცხოვრებისა და მშვიდი ძილის საშუალება და ვანო ჯავახიშვილის ხუმრობისა არ იყოს, თუნდაც ის რად ღირს, მეშვიდე სართულზე მანაქნის "აკუმლატორის" ატანა რომ არ გიწევს ყოველდღე, უფრო სწორად რომ არ გიწევდა, თორემ ახლა აკუმლიატორი კი არა ფეხი რომ დაგვრჩეს გარეთ, ალბათ იმასაც მოგვაჭრიან და მოგვპარავენ. ვანო ჯავახიშვილი ასევე გამოეხმაურა მასიური დაპატიმრებების თემას, გამომდინარე იქიდან, რომ არაერთხელ გაიჟღერა მედიაში ინფორმაციამ ვანო მერბიშვილის შესაძლო დაპატიმრების შესახებ, ძალოვან სტრუქტურებს ერთი მეტად მნიშვნელოვანი და გამოსადეგი კომპრომატი მიაწოდა: -"მერაბიშვილი გაციებული ყოფილა, დადის ქუჩებში, აცემინებს და ხალხს ავირუსებს, აღარ შეგვიძლია, რა დავაშავეთ ამ საწყალ ხალხმა, ჩვენც ხომ უნდა მოგვხედოს ვინმემო."
ხუმრობა იქით იყოს და ისეთი ჭკვიანი, გონიერი და საზრიანი ადამიანი როგორიც ვანო მერაბიშვილია, (მიუხედავად მისი შესაძლო კრიმინალური წარსულისა) ქვეყანას დასაჭერი კი არა, დასაკრგი არ ყავს საერთოდ.
ვანო ჯავახიშვილი და ვანო მერაბიშვილი - ეს ის ადამიანები არიან როგორიც ჩვენს ქვეყანას ძალინ ჭირდება.