x
image
L.C.
ბასიანის ბრძოლაში გამარჯვება ქალური შურისძიებაცაა (უცნობი ფაქტები)
imageრამდენიმე თვის წინ ერთ-ერთ ისტორიკოსთან მქონდა შეხვედრა, რომელმაც საკმაოდ საინტერესო უცნობი ფაქტები გამანდო თამარ მეფის შესახებ და, ვფიქრობ, თქვენც დაგაინტერესებთ.

ალბათ სტატიის სათაურმა ცოტათი დაგაბნიათ და შეკითხვა გაგიჩნდათ, რა შუაშია ქართველების ისტორიული გამარჯვება და ქალური შურისძიება ერთმანეთთან.ბევრი რომ არ გავაგრძელო, ამ ისტორიკოსმა (ბადრი რამიშვილი, სამწუხაროდ, იგი სულ ახლახან გარდაიცვალა) მიამბო, რომ არსებობს უცხოური, უცნობი ავტორის წყარო, რომელშიც საუბარია შემდეგზე:

წყაროს ვერსიით, სანამ თამარი დავით სოსლანს გაჰყვებოდა ცოლად, გაჩნდა იდეა, რომ იგი რუმის სულთან რუქნადინისთვის მიეთხოვებინათ, რაც მრავალწლიან მტრობას დაუსვამდა წერტილს და საქართველოს მშვიდობას მოუტანდა.იმ პერიოდში ასეთ შემთხვევებში იწვევდნენ კარის საუკეთესო მხატვრებს, რომლებიც ქალის პორტრეტს ხატავდნენ და იგი სხვა სახელმწიფოს მმართველებთან მიჰქონდათ, რათა მას ქალის გარეგნობა შეეფასებინა და პასუხი ეთქვა ქორწინების თაობაზე.ამ შემთხვევაში ალბათ მხატვარს თუ დავაბრალებთ უნიჭობას, რადგან რუქნადინმა თამარის პორტრეტის ნახვისას იგი დაიწუნა და მის ცოლად მოყვანაზე უარი განაცხადა, რამაც, რასაკვირველია, სილამაზით განთქმული თამარის ქალურ თავმოყვარეობაზეც იმოქმედა.შესაძლოა, სულთანი სწორედ ამ ფაქტით იყო გათამამებული, როდესაც თამარს ყველასთვის ცნობილი თავხედური წერილი მისწერა ბასიანის ბრძოლის გამართვამდე.ამიტომაც განარისხა მისმა საქციელმა ქართველი მეფე ასე ძლიერად და, წყაროს თუ დავუჯერებთ, ბრძოლაში გამარჯვებით, მან შელახული ქალური თამვოყვარეობის გამოც იძია რუქნადინზე შური.

თამარის სილამაზეზე ეჭვის გასაქარწყლებლად კიდევ ერთ ფაქტს გიამბობთ.საქართველოში, ჯერ კიდევ გიორგი მესამის დროს, თამარის ხელის სათხოვნელად ორი ოსი უფლისწული ჩამოვიდა, რომლებიც, რასაკვირველია, უარით გაისტუმრეს.წყაროს თქმით, უმცროს ძმას ერთი ნახვით შეუყვარდა თამარი და იმდენად განიცადა ქალის უარი, რომ ოსეთში დაბრუნებამდე გზაში დარდისგან გარდაიცვალა.


აქვე ვიტყვი იმასაც, რომ სინამდვილეში თამარს არც დავით სოსლანი უყვარდა.არსებობს მეფის პირადი ჩანაწერები, რომლებშიც იგი ვინმე ალექსის ახსენებს.ამ ადამიანის შესახებ ცნობილია მხოლოდ ის, რომ იგი ბერძენი იყო, თუმცა საქართველოში გაიზარდა სამეფო კარზე თავად თამართან ერთად.ჩანაწერებით თუ ვიმსჯელებთ, ეს უცნობი პიროვნება მეფის მთელი ცხოვრების სიყვარული იყო.

12
1590
5-ს მოსწონს
ავტორი:L.C.
L.C.
1590
  
2013, 13 აპრილი, 22:56
მართლაც,ძალიან კარგი კაცი იყო და ძალიან მაგარი ისტორიკოსი
2013, 31 მარტი, 17:51
მეც ვემზადებოდი 3 წელი , მაგრად მენატრება ეგეთი ჭკვიანი და მაგარი ადამიანი იშვიათია : ))
2013, 29 მარტი, 12:15
მოსწავლე ვარ,მაგასთან ვემზადებოდი,შენ?
2013, 27 მარტი, 19:26
ბადრის საიდან იცნობდი? მის ვერსიებში ეჭვიც არ მეპარება ჩემთვის ყველაზე მაგარი ისტორიკოსი იყოო.
2013, 25 იანვარი, 19:49
კარგი სტატიააა
2012, 12 დეკემბერი, 1:44
რა საინტერესოა! კარგი სტატიაა
2012, 9 დეკემბერი, 16:18
:)))
2012, 9 დეკემბერი, 1:21
შენ გაიხარე:)
2012, 8 დეკემბერი, 17:23
მე არ მესმის პირველად ეს
2012, 5 დეკემბერი, 21:15
ასე ცუდად რატომ აღიქვამ?მე უბრალოდ ვთქვი რომ ასეთი ვერსიებიც არის და წმინდანი რომაა მგონი მაგას არ შეურაცხვყოფ ამ სტატიით,არ შეიძლება ვინმე ყვარებოდა?:)
წინა კომენტარების ნახვა
0 0 10