x
image
L.C.
ტანგო - ვნება და სიყვარული

imageტანგო ლათინო-ამერიკულ ცეკვებს შორის ყველაზე გამორჩეულია თავისი ხასიათითა და სტილით, რომელშიც პარტნიორები სხეულის ენაზე გადმოსცემენ თავიანთ გრძნობებსა და დაუოკებელ ვნებას.სწორედ ამიტომ მას მეორენაირად "ვნების ცეკვასაც" უწოდებენ, რაც კიდევ უფრო მეტ ინტერესსა და ხიბლს სძენს მას მაყურებლისათვის.ესაა პატარა სიყვარულის პრელუდია, რომელშიც ქალი და მამაკაცი თითქოს თან ეურჩება და თან ემორჩილება ერთმანეთს.ზოგიერთი სპეციალისტი ამ ცეკვას დუელში გამოწვევასაც კი ადარებს, ოღონდ, სასიყვარულო დუელში...
ტანგო შუა საუკუნეებში წარმოიშვა და მის სამშობლოდ არგენტინა ითვლება, თუმცა მისი წარმოშობის შესახებ არა ერთი სხვა ვერსიაცაა.ზოგიერთი მკვლევარი ამბობს, რომ ის ესპანეთში "დაიბადა", ზოგი კი ცეკვის სტილს აფრიკული ტომების შემოქმედებას უკავშირებს.ასეა თუ ისე, ამ ცეკვამ მთელი მსოფლიო დაიპყრო და ყველა ქვეყნიდან თავისებური მანერები აითვისა.მაგალითად, სწორედ ევროპაში დამკვიდრდა წესი, რომ ცეკვისას ქალმა და მამაკაცმა ერთმანეთს თვალებში არ უნდა უყურონ.თავდაპირველად ამ ცეკვას ეროტიკული ხასიათი ჰქონდა და ბევრ ქვეყანაში იკრძალებოდა კიდეც, როგორც "აღვირახსნილთა ცეკვა".ერთერთი ასეთი

არგენტინაც კი იყო, სადაც 60-იან წლებში ტანგო აკრძალეს და ის მხოლოდ 20 წლის შემდეგ დაუბრუნდა იქაურ კულტურას.ასეთი მიდგომა 1907 წლიდან შეიცვალა, მაშინ, როცა ტანგომ პარიზში მოხვედრის შემდეგ ეროტიკული სტატუსი საერთოდ დაკარგა, პირიქით, იგი არისტოკრატულ წრეებში ყველაზე გავრცელებულ ცეკვად იქცა, რის შემდეგაც მსოფლიო აღიარება მოიპოვა.

ტანგოს მელოდია არა ერთ ინსტრუმენტზე ჟღერს, თუმცა დღესდღეობით ყველაზე გავრცელებული აკორდეონია.ეს ტანგოს მეფედ წოდებული კომპოზიტორის, ასტორ პიაცოლას დამსახურებაა, რომელიც გასაოცარ მელოდიებს სწორედ ამ ინსტრუმენტზე ქმნიდა.ბავშვობაში პიაცოლას დედა არ რთავდა ნებას, სახლში რომელიმე დიდი ინსტრუმენტი ჰქონოდათ, ვინაიდან ეს ისედაც პატარა ბინას საკმაოდ შეავიწროებდა.სწორედ ამიტომ პიაცოლამ აკორდეონი არჩია, რომლის ტარებასაც ყველგან შეძლებდა და მუსიკით არც ოჯახის წევრებს შეაწუხებდა.

ტანგოს მოცეკვავეთა თქმით, ეს ბევრად უფრო მეტია ვიდრე ცეკვა-როცა ტანგოს ცეკვავ, სხვა სამყაროში ხვდები, ესაა ერთდროულად ორი განცდა, ორი ერთმანეთთან მტკიცედ დაკავშირებული გრძნობა - ვნება და სიყვარული...

2
392
3-ს მოსწონს
ავტორი:L.C.
L.C.
392
  
2012, 24 ოქტომბერი, 22:12
+++++++++++
2012, 24 ოქტომბერი, 21:40
ტანგო ურთიერთობათა შინაარსია ცეკვის ენაზე და ცეკვის საშუალებით....
0 1 2