საქართველო "მინიმუმ 10%-ით მაინც მოხერხდება ტარიფების დაწევა" 2012, 29 ნოემბერი, 10:33 საქართველოს პრემიერმინისტრმა, ბიძინა ივანიშვილმა, გუშინდელი მთავრობის სხდომის დამთავრების შემდეგ, ჟურნალისტებთან განცხადება გააკეთა ტარიფებთან დაკავშირებით. ბიძინა ივანიშვილის თქმით, ტარიფები მინიმუმ 10%-ით დაიწევს. მან აღნიშნა, რომ ტარიფების განახევრება მათ პროგრამაში არ ეწერათ, თუმცა ცალკეულ საუბრებში "ქართული ოცნება" შეიძლება გადაჭარბებულადაც კი ლაპარაკობდა ტარიფების განახევრებაზე. ბატონმა ბიძინამ აღნიშნა, რომ ტარიფები არ განახევრდება, მაგრამ მინიმუმ 10%-ით დაიკლებს. 59 6-ს მოსწონს
|