x
image
zuginio
Mediator image
ბელგიელი 19 წელი ქორწინებაში იმყოფებოდა და არ იცოდა, რომ მისი ცოლი კაცი იყო
image
ბელგიაში მცხოვრებმა მამაკაცმა, რომელიც ბედნიერად ცხოვრობდა მეუღლესთან ერთად, 19 წლიანი თანაცხოვრების შემდეგ აღმოაჩინა, რომ თურმე კაცთან ცხოვრობდა, უფრო სწორედ ტრანსექსუალთან. როგორც ეს პიროვნება ყვება, სიმართლის გაგებისთანავე შოკში ჩავარდა. აქამდე ოდნავადაც არ შეპარვია ეჭვი, რომ მისი რჩეული ბიჭად დაიბადა.

კაცი სახელად ''იანი'', დაქორწინდა მონიკაზე 1993 წელს. იანის სახლში მონიკა მოახლედ მუშაობდა. იგი არალეგალი იყო და საბუთი არ ჰქონდა. იმდენად შეუყვარდათ ერთმანეთი, რომ იანმა ოჯახი დაანგრია და მონიკა მოიყვანა ცოლად.

იანს იურიდიულად რომ მოეყვანა მონიკა ცოლად, გარკვეული სამართლებრივი სირთულეები უნდა გადაელახა. საემიგრაციო სამსახურს ეჭვი შეეპარა, რომ მონიკას დაბადების მოწმობაში ყველაფერი რიგზე არ იყო. ამის მიუხედავად შეყვარებულ ბელგიელს დაოჯახებაში ხელი ვერაფერმა შეუშალა.

''მე მივიჩნევდი მას ლამაზ ქალად-ასეთი იყო ის. დრო და დრო კაცურ თვისებებს ამჟღავნებდა-ყვება მამაკაცი. იმ დროს 27 წლის იყო. მე ვკითხე უნდოდა თუ არა მას, რომ შვილები ჰყოლოდა და გამიხარდა როცა მან უარი მითხრა. მე ხომ 44 წლის ვიყავი და უკვე ორი შვილი მყავდა''.


20 წლის განმავლობაში შეუღლებულები ჩვეულებრივად ცხოვრობდნენ. მონიკა ქმარს ეუბნებოდა, რომ ჩასახვის საწინააღმდეგო აბებს სვამდა და დაფეხმძიმების საშიშროება არ არსებობდა. იანის თქმით ცოლი ბავშვებს კარგად უვლიდა და გემრიელ სადილებსაც ამზადებდა. კარგად ვერ აუთოვებდა თანსაცმელს და დალაგებაც ეზარებოდა. ეხლა მიხვდა თუ რატომ.

ბოლო ორი წლის განმავლობაში ცოლ-ქმარს შორის ურთიერთობა დაიძაბა. მონიკა გვიანობამდე სახლში არ მიდიოდა და ძალიან გამომწვევად იცმევდა. ''მონიკა იმდენად მოკლე ქვედაბოლოებს იცვამდა, რომ ყველაფერი უჩანდა-ყვება ქმარი. ერთხელ კი შემთხვევით დავინახე, რომ კოპიუტერთან იჯდა და ახალგაზრდა ბიჭის სურათს დაჟინებით უყურებდა''.

იანი ფიქრობდა, რომ მას ცოლი ღალატობდა, მაგრამ წარმოდგენაც კი არ ჰქონდა, რომ მისი ცოლი კაცი იყო. ეს ამბავი იქამდე გაგრძელდა, სანამ მონიკას ნათესავი არ ესტუმრა და იანს მიანიშნა, რომ მონიკა რაღაცას უმალავდა ქმარს.

შემდეგ იანს შვილმა უთხრა:''დადის ხმები, რომ ადრე მონიკა ბიჭი იყო. ამის შემდეგ მე ვკითხე მონიკას რომელ სქესს მიეკუთვნებოდა და მან უტიფრად მიპასუხა, რომ ადრე ბიჭი იყო და ოპერაციის შედეგად სქესი შეიცვალა''.

''იმ წუთას ისეთი გრძნობა დამეუფლა თითქოს მთელი სამყარო თავზე დამემხო. თითქოს მთელი ეს წლები ჩემზე ძალადობდნენ და დამცინოდნენ'', -აღიარა შოკირებულმა მამაკაცმა.

ეხლა იანი ძლიერ დეპრესიაში იმყოფება და ფსიქოლოგთან გადის კონსულტაციას. იანმა გადაწყვიტა ცოლთან გაყრილიყო და მისი სახლიდან გაგდება უნდოდა. მაგრამ სასამართლომ მისი მოთხოვნა არ დააკმაყოფილა და უთხრა, რომ მონიკას სრული უფლება ჰქონდა მის სახლში ეცხოვრა. ამის შემდეგ მონიკა ისევ იმ სახლში ცხოვრობს ოღონდ ცალ-ცალკე ოთახებში წვანან და ცდილობენ ერთმანეთს არ დაელაპარაკონ.

2
834
9-ს მოსწონს
ავტორი:zuginio
zuginio
Mediator image
834
  
2012, 9 დეკემბერი, 19:50
ისე ეს ბელგიელიც კაი დებილი იქნებოდა .. როგორ ვერ მიხვდა
2012, 29 ნოემბერი, 0:49
au ra magrad texavs egeti raxac ro mogivaა
0 1 2