საზოგადოება "angelina jolie" გაბრაზებულია ბრედ პიტის დედაზე 2012, 23 ივლისი, 8:35 37 წლის მსახიობი, ძალიან "გაბრაზდა" როცა გაიგო, რომ ბრედ პიტის დედა -დჟეინი- თავისი 6 წლის შვილიშვილისთვის "გოგოს ტანის სამოსს ყიდულობდა". ენდჟი თვლის, რომ ჩააცვა შაილოს კაბა - მის მიმართ უპატივცემულობის გამომჟღავნებაა. ერთხელაც როცა დჟეინ პიტი და შაილო მაღაზიაში წავიდნენ, ბებია აძალებდა შაილოს, რომ მისთვის ეყიდა რამოდენიმე კაბა და ლამაზი გოგოს ბოტასები, ანჯელინამ ამ ფაქტის შესახებ, რომ გაიგო ძალიან გაბრაზდა წერს გაზეთი " the evening standard".
შაილო როგორც ცნობილია ხშირად თხოულობს შორტებს და ბოტასებს თავისი ძმებისგან. ამასთან ერთად ბავშვობაში ანჯელინასაც ჰქონია მიდრეკილება ბიჭის ტანცაცმელისკენ.
სხვათა შორის, ბოლოს შაილო კაბაში ჩვენ ვნახეთ როცა ის 2 წლის იყო, მას შემდეგ სულ ბიჭის სამოსში ვხედავთ. ეჭვი გვეპარება იმაში, რომ შაილო ბებიის ნაყიდ კაბებს ჩაიცმევს. მომავალში შეიძლება, როცა შაილო გაიზრდება თვითონ შეავსოს თავისი გარდერობი კაბებით. 2885 18-ს მოსწონს 2-ს არა
|