საზოგადოება არის თუ არა ვიქტორია ბექჰემი მეხუთედ ფეხმძიმედ? 2012, 30 ოქტომბერი, 18:21
მრავალ ადამიანს და პრესას თავსატეხი გაუჩინა ფაქტმა, რომ პოპულარული დიზაინერი და დევიდ ბექჰემის ცოლი ვიქტორია, ისევ ფეხმძიმედაა. ამ განცხადების მიზეზი ვიქტორიას უჩვეულო ქცევა იყო. საზოგადოების თავშეყრის ადგილებში, ვიქტორია ყველაფერს არ მიირთმევდა და ალკოჰოლსაც არ ეკარებოდა. არადა ესეთ სიტუაციებში ვიქტორია უარს არაფერზე ამბობდა. საზღვარგარეთის პრესის ფურცლები აჭრელდა ამ ახალი ამბით. ყველაფერი კი ამ ზაფხულს დაიწყო, ლონდონში ოლიმპიური თამაშების დროს. ვიქტორიას ახლო მეგობრები აღნიშნავენ, რომ არცერთ ღონისძიებაზე ვიქტორია სასმელს არ ეკარებოდა და უცნაურად ურევდა საკვებს ერთმანეთში. რამდენიმე მეგობარმა, მაინც გაბედა და კითხა იყო თუ არა ფეხმძიმედ ვიქტორია, რაზეც მისგან იდუმალი ღიმილი მიიღეს პასუხად. საინტერესოა ის, რომ ჟურნალისტებმა მაშინვე ამოქექეს ინტერვიუ, სადაც ვიქტორია ამბობს, რომ არაფერი აქვს საწინააღმდეგო ჰქონდეს დიდი ოჯახი და ამ მიმართულებით, აქტიურად მუშაობს. თუ ეს ნათქვამი გამართლდა, მაშინ ბექჰემების ოჯახისთვის მეხუთე შვილი იქნება. ასე რომ ყველაფერი შესაძლებელია 463 6-ს მოსწონს
|