სხვა პირველად კვერცხი გაჩნდა თუ ქათამი? პასუხი კითხვაზე 2012, 27 ნოემბერი, 20:18 ![]() 1)პირველად გაჩნდა კვერცხი: ეს მოსაზრება სწორია თუ ვისაუბრებთ ზოგადად კვერცხზე და არა კონკრეტულად ქათმის (ფრინველის) კვერცხზე. ალბათ დამეთანხმებით იმაში, რომ ფრინველებზე ბევრად უფრო ადრე გაჩნდნენ დინოზავრები 225 მილიონი წლის წინ. როგორც ვიცით დინოზავრი ქვეწარმავალია და მრავლდებოდა კვერცხით. ასე, რომ აი პასუხიც კითხვაზე... ფრინველებზე ბევრად ადრე გაჩნდა კვერცხი. 2)პირველად გაჩნდა ქათამი (ფრინველი): თუკი ვისაუბრებთ კონკრეტულად ფრინველის კვერცხზე მაშინ უნდა ვაღიაროთ, რომ ჯერ გაჩნდა ფრინველი, რომელმაც დადო ეს კვერცხი. იმისათვის, რომ არ დაგღალოთ ძალიან არ ჩავუღრმავდები საკითხს. როგორც ვიცით ევოლუციის, რაღაც ეტაპზე მფრინავ დინოზავრებს გაეზარდათ ბუმბული და ისინი ცივსისხლიანი ქვეწარმავლებიდან გადაიქცნენ თბილსისხლიან ფრინველებად. სწორედ ამ პირველმა ფრინველმა დადო კვერცხი. ასევე ამ მოსაზრებას ამყარებს ის ფაქტიც, რომ კვერცხი თავისთავად ვერ გაჩნდება, მაც კონკრეტული ფრინველი დებს, ფრინველის გაჩენა კი ევოლუციის შედეგია. ძალიან გთხოვთ, გაითვალისწინოთ რომ ეს ჩემი სუბიექტური შეხედულებებია. 295 8-ს მოსწონს
|