საზოგადოება ფოტორეპორტიორების ფარული ჩანაწერი მე-8 საპყრობილის უსაფრთხოების უფროსის სამუშაო კაბინეტშია გადაღებული 2012, 27 ნოემბერი, 1:18 მე-9 არხის ეთერით გასუული ვიდეო, რომელშიც ფოტორეპორტიორებს აიძულებენ ადვოკატების აცილებაზე განაცხადის გაკეთებას ლადო ბედუკაძის ინფორმაციით სასჯელაღსრულების N მე-8 დაწესებულების უსაფრთხოების უფროსის სამუშაო კაბინეტშია გადაღებული. აღნიშნულ ინფორმაციას ბედუკაძე ფეისბუქის გვერდის საშუალებით ავრცელებს. როგორც გლდანის N მე-8 დაწესებულების ყოფილი ადმინისტრაციის თანამშრომელი ამბობს: "ფარულ ჩანაწერში 4 :14 წთ-ზე ისმის დირექტორის მოადგილის ალექსანდრე ჯანჯღავას ხმა რომელიც გასცემს გარკვეულ ბრძანებას . არ არსებობს ოფიციალური ჩანაწერი დაწესებულებაში გამომძიებლების ვიზიტის შესახებ. მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად საკნიდან ბრალდებულის გამოყვანა საგამოძიებო მოქმედებაში მონაწილეობის მისაღებად ღამის 1 საათზე ყოვლად დაუშვებელია". 183 8-ს მოსწონს 1-ს არა
|