სხვა მიხო მოსულიშვილის იმქვეყნიური ხილვა 2012, 26 ნოემბერი, 23:55 სანამ მის ნაამბობს დავწერდე შეგახსენებთ რომ დასახელებული ადამიანი კლდიდან გადაიჩეხა, მან მიიღო ძალიან მძიმე ტრავმები:მოიტეხა მარჯვენა ხელი(მაჯასთან), ჰქონდა მეშვიდე მალის მოტეხილობა ასევე ჰქონდა მეშვიდე მალის დაზიანება რომელიც გამოწვეული იყო ზედა და ქვედა მალების ერთმანეთზე დაწოლით, ასევე სახეზე ბევრი ტრავმები, ყური ახეული რომელიც შემდეგში მიუკერეს, მარჯვენა ხელისგულზე მყესები გაწყვეტილი.
მიხო მოსულიშვილი:რაღაც ვარდისფერ სივრცეში გადავეშვი. ვარდისფერი სივრცე რომ დამთავრდა, ლურჯი კამკამა ცა იყო. იქ რომ გავედი, თეთრი ღრუბელი მოცურდა და უკან წადიო, მითხრა. ის გვირაბი ისევ უკან გამოვიარე. სანამ ეს ყველაფერი დაიწყებოდა, ნელ–ნელა ვპატარავდებოდი, უკან–უკან მივდიოდი. ყველაზე პირველი, რაც მახსოვდა, იქამდე უკან–უკან სვლით მივედი. ჯერ გეოლოგი ვიყავი, მერე სკოლაში დავდიოდი, მერე – საბავშვო ბაღში, პატარაობაში ელექტროღუმელის სადენთან სახიფათოდ რომ ვთამაშობდი, იმ ასაკამდე მივედი. მერე გავიარე გვირაბი, ღრუბელმა უკან გამომიშვა და ისევ დავიწყე ზრდა, ჯერ – ბაღში, მერე სკოლაში დავდიოდი, მერე უნივერსიტეტში და თვალიც გავახილე... ეს სწრაფად, წამებში მოხდა, მაგრამ იმ წამებში ძალიან დიდი დრო, მთელი ცხოვრება ჩაეტია.
ფიზიკურად მეორედ რომ დაიბადეთ, ფაქტია. სულიერად? – სულიერად დაბადება ძალიან რთული რამეა. საკუთარ თავზე წლების განმავლობაში მუშაობა და შრომა გჭირდება. როგორც სპორტსმენმა ყოველდღე უნდა ივარჯიშოს, რომ ფორმაში იყოს, ასევე უნდა მოახმარო შენი შინაგანი სამყარო რაღაცეების შესწავლას. ერთია შესწავლა და მეორეა, როგორ დაინახავ, შეიგრძნობ, როგორ იფიქრებ. სულიერი დაბადება ადვილი ნურავის ჰგონია, ამისათვის საკუთარ თავში ურთულესი პროცესები უნდა გაიარო. სულ სხვანაირად დავინახე ძალიან ბევრი რამ და, პირველ რიგში, საკუთარი თავი. ერთია და ადვილია, იფიქრო, მწერალი გავხდები, რაღაცეებს დავწერო, მაგრამ საქმე ისაა, ამით რას გამოხატავ, რაზე ყვები და რა გინდა, ადამიანებს უთხრა; შენ ზურგს უკან, შენში რა პიროვნებაა და იმ პიროვნების უკან ღმერთი არის თუ ეშმაკი. მანამდე ეს ყველაფერი არ ვიცოდი. ახალგაზრდა და ჩიტირეკია გიჟ–გადარეული ვიყავი 420 7-ს მოსწონს
|