საქართველო კობა ბექაური:" რამიშვილს ფული ადეიშვილის და მერაბიშვილის დავალებით შევთავაზე." 2012, 26 ნოემბერი, 14:53 "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა ყოფილმა ლიდერმა და დეპუტატმა "მაესტროს" ეთერში სენსაციური განცხადება გააკეთა, მისივე თქმით ქრთამის შეთავაზება შალვა რამიშვილისთვის და დავით კოხრეიძესთვის პირადად შინაგან საქმეთა და იუსტიციის მინისტრის დავალებით შესრულდა, სანაცვლოდ ტელეკომპანია "202"-ს უარი უნდა ეთქვა “რეპორტიორის" მიერ მომზადებულ მაკომპრომიტირებელი ფილმის გაშვებაზე."როცა დამიბარეს დათა ახალაიას კაბინეტში იქ იჯდა ვანო მერაბიშვილი, ზურაბ ადეიშვილი და თავად დათა. მაშინ, როცა საუბარი იყი იმაზე, რომ შენთვის ფული შემეთავაზებინა და ამის მერე დაგაკავებდნენ. იქ წინააღმდეგობა გავუწიე და ვუთხარი ჩემგან ფულის გადაცემა არ გამოვიდოდა და მე თანხას არ მივცემდი რაზეც ადეიშვილმა მითხრა დაგიჭერ და გაგანადგურებო", -განაცხადა კობა ბექაურმა. როგორც გახსოვთ, ამის გამო შალვა რამიშვილი და დავით კოხრეიძე დაიჭირეს, საფუძველი- ფარული ვიდეოჩანაწერი გახლდათ. 118 2-ს მოსწონს
|