საზოგადოება მოსკოვში ჰომოსექსუალისტები სასტიკად სცემეს (+ვიდეო) 2012, 26 ნოემბერი, 9:45 მოსკოვში ერთ-ერთ ღამის კლუბში, ოციოდე კაცი შეცვივდა და თავს დაესხა იქ მყოფ არატრადიციული სექსუალური ორიენტაციის მქონე ლესბოსელებს და ჰომოსექსუალებს. თავდამსხმელებმა საშინლად სცემეს იქ მყოფები. ექვსი ადამიანი ძლიერ დაშავდა. გეი-აქტივისტები წვეულებაზე აღნიშნავდნენ დღესასწაულს სახელწოდებით ''Coming Out Day''. დამნაშავეები მილიციის მოსვლამდე მიიმალნენ. შემთხვევის ადგილზე მიმდინარეობს ოპერატიული კვლევა. წვეულების ორგანიზატორი ანდრეი ყვება: კლუბში შემოვარდა 20 კაცი. სახეზე სამედიცინო ნიღბები ეკეთათ. ისინი იარაღით ემუქრებოდნენ დაცვას. შემდეგ ყვიროდნენ: ''შოუ შეუკვეთეთ?''- და დაიწყეს სირბილი. დალეწეს ყველაფერი ავეჯი, ჭურჭელი. ბევრი ადამიანი სისხლში იყო ამოსვრილი, რადგან თავდამსხმელები ბოთლებს ამტვრევდნენ თავზე''-ყვება ანდრეი. მისი თქმით 3 კაცი ძლიერ დაშავდა. ერთმა შესაძლოა თვალიც დაკარგოს. გთავაზობთ ამ ფაქტის ამსახველ ვიდეოს. 38 6-ს მოსწონს
|