შოუბიზნესი რომელი სტილისტის საქორწინო კაბებს ირჩევენ ვარსკვლავები? ( + ფოტოები) 2012, 25 ნოემბერი, 14:33 ჰოლივუდური ქორწილები მთელი მსოფლიოს ინტერესის საგანს წარმოადგენს.ყველას აინტერესებს, ვინ იყო დაპატიჟებული წვეულებაზე, როგორი ბანკეტი ჩატარდა, რა სახის მორთულობა გამოიყენეს და ასე შემდეგ, თუმცა ყველაზე მეტ ყურადღებას ყოველთვის იქცევენ საპატარძლო კაბები, რის შერჩევასაც ვარსკვლავები, ზოგადად, ყველაზე დიდ დროს უთმობენ. ამ მხრივ ყველაზე მოთხოვნადი დიზაინერი ჰოლივუდში ვერა ვონგია, რომელიც უკანასკნელი წლების მანძილზე ყველაზე მეტ შეკვეთას იღებს საქორწინო კაბებზე ცნობილი ადამიანებისაგან.მისი კაბები ყველაზე დიდი პოპულარობით სარგებლობენ არა მარტო აშშ-ში, არამედ მთელ მსოფლიოშიც.ვერა წარმოშობით ჩინეთიდანაა, თუმცა ნიუ იორკში გაიზარდა და ამჟამადაც იქ მოღვაწეობს.მისი გამორჩეული სტილი მართლაც თვალშისაცემია - უპირატესობას ანიჭებს გაშლილ, სადა კაბებს, გაფორმებულს სხვადასხვა ფერის ლენტებით.გთავაზობთ სელებრითების ფოტოებს მის კაბებში და ასევე სხვა კოლექციებსაც: 1932 6-ს მოსწონს
|