სისხლის სამართალი ზემდეგმა ოჯახის წევრები დახოცა და შემდეგ თავი მოიკლა. 2012, 25 ნოემბერი, 13:44 სამხედრო მოსამსახურემ ქალაქ სვაბოდნიდან (ამურის ოლქი) დახოცა ოჯახის წევრები და შემდეგ თავი მოიკლა.როგორც "Интерфакс"-ი იუწყება-"34 წლის მამაკაცი მორიგეობიდან დაბრუნდა სახლში და ოჯახური კამათის დროს იარაღით დაცხრილა ცოლი, ცოლისდა და სიდედრი, შემდეგ კი თავი მოიკლა".ცოლი ადგილზე მოკვდა, ცოლისდა რეამინაციაში გადაყვანის დროს, ხოლო სიდედრი, მძიმე მდგომარეობაში, საავადმყოფოში გადის მკურნალობას.ამის გარდა ოჯახში იმყოფებოდა მისი 2 მცირეწლოვანი შვილი, რომლებიც უვნებლები გადარჩნენ.მამაკაცი ზემდეგად მსახურობდა სამხედრო რკინიგზაში. სააგენტოს ცნობით, დანაშაულის დღეს მამაკაცი სამორიგეო ბაზაში შეიპარა და სატაბელო იარაღი ააცალა მორიგე ოფიცერს.მიმდინარეობს გამოძიება. 85 3-ს მოსწონს
|