უცხოური პრესა დიდიხანია სოლიდარული სამყარო ბავშვების საბრძოლო კამპანიებში მონაწილეობის წინააღმდეგ იბრძვის 2012, 13 აპრილი, 11:44 საფრანგეთში მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაცია “ფრანგული იუნისეფი", რახანია, მობილიზებულია მებრძოლი ბავშვების დასახმარებლად. ამ საკითხზე 1999 წლიდან უამრავი რეზოლუცია აქვს მიღებული უშიშროების საბჭოსაც. 2004 წლისთვის “ფრანგულმა იუნისეფმა" აქტიური კამპანია წამოიწყო ბავშების საბრძოლო მოქმედებებში ჩართვის წინააღმდეგ. ამ კამპანიის ძლიერ მხარეებს შორის არის მსოფლიოს ოცამდე ქვეყანაში( ძირითადად, კონფლიქტური და განვითარებადი ქვეყნები- ავტ) მსგავსი კატეგორიის ბავშვების მდგომარეობის შესახებ მოხსენებების განსაჯაროება. პროგრამის მონაწილეები ირწმუნებიან, რომ მსგავსი კამპანიების დაფინანსების გაზრდა აუცილებელია. აქციაში მონაწილეობას ლიცეუმის სტუდენტებიც იღებდნენ მოხალისეების სტატუსით. აქტივისტებმა შეძლეს ათასობით ხელმოწერის შეგროვება სამხედრო მოქმედებებში არასრულწლოვანთა ჩართვის შემთხვევებში სანქციების დაწესების ინიციატივაზე. ინიციატივა გაეროს გენერალურ მდივანს უნდა განეხილა პრეზიდენტ ჟაკ შირაქის ადმინისტრაციის გავლით. წყარო: ფრანგული გამოცემა:<< LABEL>> “MONDE შOLIDAIღE, გვ: 44; 2005 Pს: 2005 წლის ამბავს შემთხვევითა არ გიყვებით. მე ნამდვილად არ ვიცი გაიტანეს თუ არა ფრანგებმა ეს ინიციატივა გაეროში, თუმცა, ვიცი, რომ დღესაც არაერთი არასრულწლოვანი ხდება ფსევდო-პატრიოტული სულისკვეთერბის ფსიქიკური თუ ფიზიკური მსხვერპლი. მთლიანად ილახება მათთვის გაერთიანებული ერების ორგანიზაციის მიერ მინიჭებული უფლებები და ცივილიზებული სამყარო ამაზე მხოლოდ ღაღადებს.(ავტ) 36 4-ს მოსწონს
|