დიეტოლოგია დიეტის 6 ტიპიური შეცდომა 2012, 24 ნოემბერი, 19:28 თქვენ გახდომა გადაწყვიტეთ? რა თქმა უნდა, წინასწარ იცით, რას შეჭამთ და რას არა? რა არის "კარგი" და "ცუდი"? გახდომის მსურველთა უმრავლესობას არასწორი წარმოდგენა აქვს დიეტაზე.
1. უხორცო დიეტა ყველაზე ეფექტურია. შეცდომაა: ხორცი უამრავ მინერალურ ნივთიერებას, ვიტამინს და ცილას შეიცავს, ეს ყველაფერი კი ორგანიზმს ძალზე სჭირდება. კვების ექსპერტები გვირჩევენ, რაციონში აუცილებლად შევიტანოთ მჭლე ხორცი. მაგალითად, ქათმის ან ინდაურის, ისიც კანის გარეშე. 2. ტკბილეულის ჭამა არ შეიძლება. გააჩნია რა რაოდენობით. შოკოლადის ერთი ფილა ან კექსის სამიოდე ნაჭერი დასაშვებია, ეს თქვენს სისხლში შაქრის ნორმალურ დონეს შეინარჩუნებს. აქედან გამომდინარე, დიეტის დროსაც თავს შესანიშნავად იგრძნობთ. 3. ორ კვებას შორის წახემსება სასტიკად აკრძალულია. სრულიადაც არა. შიმშილის მოსაკლავად ბოსტნეული ან ხილი (ერთი ვაშლი ან ფორთოხალი) მიირთვით. ზედმეტ კალორიასაც არ მიიღებთ და ნივთიერების ცვლასაც მოიწესრიგებთ. 4. დიეტა ბევრ დროს მოითხოვს. პირიქით, უცხიმო საჭმლის მომზადება გაცილებით სწრაფად შეიძლება, მაგალითად, მოხარშული ბრინჯისა და ბოსტნეულის სალათის გაკეთება რამდენიმე წუთში შეგიძლიათ. 5. დიეტა მოსაწყენია. შეუძლებელია. რძე, მაწონი, ყველი და კვერცხი მცირეოდენ ცხიმს შეიცავს და კალორიებით ღარიბია. თუ ამგვარი მრავალფეროვნებაც არ გაკმაყოფილებთ, დიეტურ რაციონს ნაირ-ნაირი ჩირი დაამატეთ. 6. ასაკის მომატებასთან ერთად დიეტა უშედეგოა. მართალია. ასაკის მომატებასთან ერთად ნივთიერებათა ცვლა ნელი ტემპით მიმდინარეობს (განსაკუთრებით ქალებში). ორგანიზმი ნაკლებ კალორიას წვავს, ამიტომ ერთადერთი გამოსავალი მოძრაობაა. 93 6-ს მოსწონს
|