x
image
ხათოხათო
სადაა სასურველი 2013 წელს ბავშვის გაჩენა
image გამომცემლობა The Economist-ის აზრით 2013 წლეს ყველაზე სასურველი ქვეყანა ბავშვის დაბადებისთვის შვეიცარიაა.

იმ მომხიბლავი სახელმწიფოების ათეულში, რომლებიც უზრუნველყოფენ ბავშვის უსაფრთხოებას და ჯანმრთელ მომავალს ასევე შევიდნენ ავსტრალია, ნორვეგია, შვედეთი, დანია, სინგაპური, ახალი ზელანდია, ნიდერლანდები, კანადა და ჰონგკონგი.

"Top-10 შევიდნენ უპირატესად მცირე ეკონომიკის ქვეყნები. ხუთი მათ შორის ევროპული ქვეყანაა და მხოლოდ ერთი ეკუთვნის ევროზონას.სკანდინავიას აქვს საუკეთესო პოზიციები."-აღნიშნავს გამომცემლობის ოფიციალური საიტი.

ბრაზილია 38-ეა, ჩინეთი-49-ე, სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა-53-ე, ინდოეთი-66-ე.რუსეთი სირიაზე ერთი საფეხურით წინ აღმოჩნდა, აზერბაიჯანი 70-ეა, ყაზახეთი-74-ე, უკრაინა-78-ე.სამწუხაროდ საქართველო საერთოდ ვერ მოხვდა ამ სიაში.


Economist Intelligence Unit, ამ რეიტინგს სტატისტიკურად მნიშვნელოვანი 11 ინდიკატორით არჩევს, რომელთა შორისაა დემოგრაფია, ქვეყნის ეკონომიკური განვითარება. ამას გარდა გამომცემლობა აფასებს მოქალაქეთა სუბიექტურ გრძნობებსა და ცხოვრების დონით კმაყოფილების ხარისხს.

მაქსიმალური შეფასება 10 ქულაა. შვეიცარიას ამ სისტემით 8.22 აქვს, რეიტინგის ბოლო მე-80 ადგილზე მყოფ ნიგერიას კი-4.74.

რეიტინგს გამომცემლობა ყოველწლიურად აქვეყნებს.

0
126
18-ს მოსწონს
ავტორი:ხათოხათო
ხათოხათო
126
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0