x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
წმინდა გიორგი.


image
imageწმინდა გიორგი დაიბადა დაახლოებით275 წელს, კაბადოკიაში, ქრისტიანი დიდებულის ოჯახში, (არსებობს ვარაუდი, რომ ლიდში დაიბადა (პალესტინა) და შემდეგ გადავიდა ოჯახი კაბადოკიაში.გიორგი ჯარში გაიწვიეს, იგი სიმამაცით, ვაჟკაცობით და დიდი ფიზიკური ძალით გამოირჩეოდა.იმპერატორ დიოკლეტიანეს ძალიან მოსწონდა ახლაგაზრდა მეომარი.20 წლისა იყო გიორგი, როცა მას დედა პოლიხრონია გარდაეცვალა.მას მდიდარი მემკვიდრეობა დარჩა. როდესაც იმპერატორმა დიოკლეტიანემ და მაგნენტიოსმა ქრისტიანთა დევნა დაიწყეს და კერპთაყვანისცემლობა ააღორძინეს, გიორგიმ მთელი თავის ქონება ღარიბ-ღატაკებს დაურიგა და იმპერატორის წინაშე წარსდგა და იქადაგა ქრისტიანობა, ხოლო კერპთაყვანისცემელთა მიმდევრები გაკიცხა.დიოკლეტიანემ ვერაფრით ვერ შესძლო ახოვანი მეომრის გადმობირება და ამის შემდეგ უკვე განიზრახა მისი წამება.7 დღე გაგრძელდა მისი სასტიკი წამება, ხოლო მე-8 დღეს 303 წლის 23 აპრილს თავი მოჰკვეთეს. 7 დღიანი წამების ქრონოლოგია:
თავდაპირველად მეფე დიოკლეტიანემ მისი მუცლის ლახვრით განგმირვა ბრძანა. წმინდანის ხორცის შეხებისას ლახვარი სანთელივით მოიდრიკა. როცა ამგვარად ვერაფერი დააკლო, დიოკლეტიანემ წმინდა გიორგი ურმის თვალზე დააკვრევინა, დაღმართზე კი მახვილები დააგებინა, რის შედეგადაც მოწამის სხეული მრავალ ნაწილად დაჭრა. მაგრამ ღმრთის ანგელოზის გარდამოსვლით წმინდა გიორგი მეყსეულად განიკურნა და ასე განახლებული ბრწყინვალებით წარდგა მეფისა და მისი მეგობრის მაგნენტიოსის წინაშე. ამ სასწაულმა მრავალი ადამიანი მოაქცია ქრისტეს რჯულზე, რისთვისაც ქალაქგარეთ თავისმოკვეთით დასაჯა ისინი. ქრისტიანობა მეფის მეუღლე ალექსანდრიამაც ირწმუნა, რომელმაც დიოკლეტიანეს წინაშე უშიშრად აღიარა ჭეშმარიტი ღმერთი, დედოფალი დაატყვევეს. ქრისტეს მხედარი ახლად დამბალ კირში ჩააგდეს, იგი სამი დღე იმყოფებოდა ასეთ მდგომარეობაში, წმინდა გიორგი ამ განსაცდელსაც უვნებლად გადაურჩა. გამძვინვარებულმა მეფემ ლურსმნებგაყრილი ფეხსაცმელები ჩააცვა ფეხზე და აიძულა ერბინა. ამავე დროს სასტიკად გაშოლტეს, რის შედეგაც მაგნენტიოსმა დაფლული მკვდრის სასწაულთქმედებით გაცოცხლება სთხოვა.
წმინდა გიორგიმ ილოცა და საკვირველებაც აღსრულდა: საფლავს თავი აეხადა, საიდანაც გამოვიდა მიცვალებული, იგი ფეხებში ჩაუვარდა და უფალს დიდება შესწირა, ხოლო მეფის კითხვაზე, ვინ არის და რამდენი ხნის გარდაცვლილი, მკვდრეთით აღმდგარმა უპასუხა:„მე ქრისტეს მოსვლამდე ვცხოვრობდი და კერპთა საცთურისათვის აქამდე ცეცხლში ვიწვოდიო“.image
წმ.გიორგის საფლავი(ლოდი-ისრაელი) წმ.გიორგის კულტი მთელი მსოფლიოშია გავრცელებული, იგი არა მარტო ქრისტიანთა, არამედ მუსულმანური ქვეყნებისთვისაც.ისლამურ სამყაროში მას ჯირჯისის და ალ-ჰადრის სახელით იცნობენ. წმ. გიორგი ჰერალდიკაში -წითელი ჯვარი თეთრ ფონზე, ესაა გიორგის ჯვარი და არ აგერიოთ სკანდინავიურ ჯვარში.ის წარმოდგენილია დიდი ბრიტანეთის, ინგლისის, საქართველოს და მილანის დროშაზე.image

image
image
image
წმ. გიორგის სახელობის ეკლესიები:მოსკოვი, ზოგრაფი-ათონის მთა, ალ ჰუმეირი სირია, ალავერდის მონასტერი-საქართველო.imageimageimage


0
454
4-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
454
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0