ცომეული ალადიკები (ილუსტრაციებით) 2012, 13 აპრილი, 4:08 რა ჯობია დილით უგემრიელესი ალადიკების მირთმევას?!იდეალურია პატარებისთვის ჩაისთან ან კაკაოსთან რომ მიირთვან, ისინი კმაყოფილები დარჩებიან!ალადიკების მომზადება ძალიან მარტივია. მასალა: 2 კვერცხი, 200-250 გრ ფქვილი, 5 ს/კ შაქარი, 1 ჩ/კ სოდა, 1 ჩ/კ მარილი, 500 მლ კეფირი, ან მაწონი(გამოდგება ამჯავებულიც), ზეთი. 1. კვერცხი ავთქვიფოთ შაქართან და მარილთან ერთად, დავამატოთ კეფირი(მაწონი).აურიოთ 2.მიუმატოთ სოდა და ფქვილი ნელ-ნელა, ჩავზილოთ. 3.გაცხელებულ ზეთიან ტაფაზე დავასხათ ალადიკები(სუფრის კოვზით მაგალითად).გადმოვატრიალოთ, შევწვათ ოქროს ფერის მიღებამდე. სუფრაზე შეგიძლიათ მიიტანოთ მარწყვთან ერთად, მალინასთან, ბანანთან, არაჯანთან, თაფლთან, ჯემთან ან მურაბასთან!ეს თქვენ გემოვნებაზეა დამოკიდებული!გემრიელად მიირთვით! 13263 11-ს მოსწონს
|