ტკბილეული ხაჭოს პასკა 2012, 11 აპრილი, 11:27 ხაჭოს პასკა–რეცეპტი მასალა:1 კგ.ხაჭო, 200 გრ.კარაქი, 5 ცალი კვერცხი, 200გრ.შაქარი, 1პაჩქა ვანილი, 400მლ ნაღები, 100 გრ თხილი, 100 გრ ქიშმიში, 100გრ ცუკატები . გამოვა 2 პასკა, 10სმ სიმაღლის და 12 სმ დიამეტრში 1.ხაჭო(9–20%) გავატაროთ საცერში ან ხორცის გასატარებელ მანქანაში, დაუმატოდ დარბილებული კარაქი(არადამდნარი) და აურიოთ. 2.კვერცხი ავთქვიფოთ შაქართან ერთად, მიუმატოდ ნაღები(10–20%) და ვანილი, აურიოთ 3.დავდგათ მიღებული მასა საშუალო ცეცხლზე, მივიყვანოთ ადუღებამდე და მოვხარშოთ სანამ მასა არ დაიწყებს გასქელებას.(დაახლოებით ხარშეთ 3 წუთი ადუღების შემდეგ)შემდეგ ვაცალოთ გაციება 4.თხილი დავაწვრილოდ და თუ ცუკატები მსხვილია უნდა დავჭრად წვრილად 5.ხაჭოს დაუმატოდ თხილი, ცუკატები, ქიშმიში(გასუფთავებული, გარეცხილი).დავუმატოდ კვერცხის მასა 6.საპასკე ფორმაში დავფინოთ 3–4 ფენა მარლა(როგორც სურათზე არის ნაჩვენები).თუ საპასკე ფორმა არ გაქვთ შეგიძლიათ გამოიყენოთ ახალი საყვავილეს ფორმა ან დურშლაგი).ჩავასხათ მიღებული ხაჭოს მასა. 7.მარლის კუტხეები შევკეცოთ, და ფორმა ჩავდოთ მისკაში, რადგან შეიძლება მასა გადმოვიდეს.ზემოდან რამე მძიმე ტვირთი დავადოთ.მაგალითად 3ლიტრიანი წყლით ავსებული ბანკა.შემდეგ ამ ტვირთთან ერთად შევდგად მაცივარში 12 საათით. 8.გამოვიტანოთ მაცივრიდან, მარლის კუთხეები მოვაშოროთ, გადავატრიალოთ ფორმა, ფრთხილად მოვაშოროთ მარლა.მოვრთოდ თქვენი გემოვნებით ბედნიერ აღდგომას გისურვებთ! 7062 9-ს მოსწონს
|