სხვა ბედნიერად ცხოვრების ინსტრუქცია 2012, 12 აპრილი, 22:38 1. მოგწონს - უთხარი. 2. არ მოგწონს - უთხარი. 3. გენატრება - დაურეკე. 4. გაუგებარია - ჰკითხე. 5. შეხვედრა გინდა - დაპატიჟე. 6. რამე გინდა - სთხოვე. 7. არასოდეს ეკამათო. 8. გინდა გაგიგონ - აუხსენი. 9. თუ დამნაშავე ხარ - მაშინვე აღიარე და თავი იმართლე. 10. გახსოვდეს, რომ ყოველ ადამიანს თავის სიმართლე აქვს და ის ხშირად შენსას არ ემთხვევა. 11. არ ეკონტაქტო უგნურებს. 12. მთავარი ცხოვრებაში სიყვარულია, სხვა დანარჩენი - უბრალოდ, ფორიაქი. 13. ადამიანის პრობლემები მისსავე თავშია. 14. შენ გარშემო სამყარო არც ბოროტია და არც კეთილი. მისთვის სულერთია, შენ არსებობ თუ არა. 15. შეეცადე, ყველა მოვლენისგან სიამოვნება მიიღო. 16. გახსოვდეს, რომ მეორედ ამქვეყნად აღარ მოხვალ. 17. ნუ იქნები ბოღმიანი; 18. ნუ უყურებ ტელევიზორს, თორემ თხად გადაიქცევი. 19. გახსოვდეს, რომ შენ არავისი არაფერი გმართებს. 20. გახსოვდეს, რომ შენი არავის არაფერი მართებს. 21. არ ჩაერიო პოლიტიკაში, ის აბოროტებს ადამიანს. 22. ნუ დაინანებ ფულს საკუთარი სიამოვნებისთვის. 23. ცხოვრებაში მხოლოდ საკუთარი თავის იმედი გქონდეს. 24. ნუ დაიჯერებ სხვის დაპირებებს, ენდე მხოლოდ საკუთარ შეგრძნებებს. 25. ბავშვების მიმართ იყავი მომთმენი და გამგებიანი. 26. ყველა ქალი შეიცოდე - მათ რთული ცხოვრება აქვთ. 27. თუ ცუდ ხასიათზე ხარ, იფიქრე, რომ როცა მოკვდები, არც ეს გექნება. 28. იცხოვრე დღევანდელი დღით, რადგან გუშინ - უკვე აღარ არის, ხვალ კი - შეიძლება არც იყოს. 29. იცოდე, რომ დღევანდელი დღე - საუკეთესოა შენს ცხოვრებაში. 22 შეფასება არ არის
|