ახალზელანდიური კომპანია Mratin Aircraft Company იმედოვნებს, რომ მის მიერ შექმნილ პერსონალურ საფრენ აპარატს სულ მალე აშშ-ის შეირაღებაში მიიღებენ. ამ კომპანიის ინჟინრები საფრენ აპარატ Jetpack-ზე თითქმის 30 წელია მუშაობენ. აშშ-ის სამოქალაქო ავიაციის ფედერალური სამმართველო ამ აპარატით რომელიც ბენზინის ძრავათი და ორი პროპელერით არის აღჭურვილი, ბოლო წლებია დაინტერესდა, შარშან კი მას სერთიპკატიც მიანიჭა.
სამხედროები Jetpack-ს ტვირთის გადასატან, საფრენ აპარატად გამოიყენებენ. "მფრინავ ზურგჩანთას" 3კმ სიმაღლეზე აფრენა და 100 კმ/სთ სიჩქარის განვითარება შეუძლია.
![მოიკიდე და გაფრინდი image](/uploads/article_images/small/129971353328239.jpg)
![მოიკიდე და გაფრინდი image](/uploads/article_images/small/129971353328263.jpg)