სიახლეები უკრაინაში აგრესორებთან ბრძოლაში უკვე ჩაერთვნენ სლოვაკური ტანკები "Т-72М1" 2022, 28 აპრილი, 20:04 ![]() სლოვაკეთმა უკვე მიაწოდა უკრაინას ტანკების პირველი პარტია და ისინი უკვე იბრძვიან დონბასის მიმართულებაზე, სადაც მარიუპოლის შემდეგ ყველაზე "ცხელი ზონაა". სლოვაკურ ტანკებს თან მოჰყვება სათადარიგო ნაწილები და შესაბამისად საბრძოლო მასალაც. გამოუცდელი ადამიანი ვერც კი გაარჩევს "Т-72М1"-ს სტანდარტული "Т-72" მოდიფიკაციის ტანკისაგან. აღნიშნული მოდელი გამოირჩევა შედარებით დაბალი სილუეტით, შემცირებული წონის მიუხედავად გაძლიერებული დაცვით, ცეცხლის მართვის მოდერნიზებული სისტემით, ჭურვების მიწოდების ავტომატიზირებული სისტემით, საჭიროებისას ტანკის დაცვის მიზნით საკვამლე კოჭების ავტომატურად ამოქმედებით კვამლის ფარდის შესაქმნელად. თანკის ძრავის სიმძლავრეც გაძლიერებულია, ტანკში გამოყენებულია ქვემეხი "2А46М" ბევრად ზუსტია ვიდრე მისი საბაზისო ვარიანტი, ქვემეხი ორ განზომილებაშია სტაილიზირებული და შეუძლია ზუსტი სროლა მოძრაობის დროსაც, მისი სავალი ნაწილებიც გაუმჯობესებულია, რაც ტანკს მეტ მდგრადობას და ბალანსირებულ მოძრაობას უწყობს ხელს. გარდა აღნიშნული ტანკებისა პოლონეთმა გადაწყვიტა და ნაწილობრივ უკვე მიაწოდა უკრაინას 100 ერთეული ტანკი თავისი საკმაოდ სოლიდური რაოდენობის საბრძოლო მარაგით. კანადა უკრაინას გადასცემს 4 ერთეულ 155 მილიმეტრიან ჰაუბიცას "M777"-ს. ![]() ![]() ასევე აშშ გადასცემს უკრაინას 12 ერთეულ ზალპური ცეცხლის რეაქტიულ სისტემას "M142 HIMARS" (დაზუსტებული ინფორმაციით სისტემა უკვე უკრაინაშია). ![]() ესტონეთი გადასცემს 9 ერთეულ ჰაუბიცას "Д-30". სლოვაკეთი 18 ერთეულ თვითმავალ ჰაუბიცა "Zuzana"-ს. ![]() დიდი ბრიტანეთი გადასცემს 20 ერთეულს 155 მილიმეტრიან თვითმავალ საარტილერიო დანადგარს "AS-90"-ს 10 000 ჭურვთან ერთად. ![]() ![]() საფრანგეთი მიაწვდის 12 ერთეულ თვითმავალ საარტილერიოს დანადგარს "CAESAR". ![]() ![]() ჩეხეთი გადასცემს 20 ერთეულ ჩვენთვის კარგად ცნობილ თვითმავალ საარტილერიო დანადგარ "DANA"-ს ![]() ![]() პოლონეთი ტანკების გარდა მიაწვდის ზალპური ცეცხლის რეაქტიულ სისტემა "БМ-21 «Град»"-ს. ![]() ასევე გადასცემს 20 ერთეულ თვითმავალ საარტილერიო დნადგარ «Гвоздика»-ს. ![]() 699 6-ს მოსწონს |