x
მეტი
  • 19.08.2022
  • სტატია:121634
  • ვიდეო:354860
  • სურათი:493770
სამხედრო საათები, რომლებმაც ისტორია შეცვალეს
image

დრო და სიზუსტე, სამხედრო დისციპლინის განუყოფელი ნაწილია... სამხედრო საათების ისტორია, მაჯის საათების შექმნის ისტორიის ნაწილია. თუმცა, სამხედრო და საომარმა მოქმედებებმა სამხედრო საათების განვითარებაში დიდი წვლილი შეიტანეს...



სამხედრო საათების გამოგონების ლოკომიტივად კომპანია Breguet მიიჩნევა. მისმა დამფუძნებელმა, აბრაამ ლუი ბრეგმა პირველმა მოიფიქრა, სამხედრო საათის მოდელი, რომელიც ნაპოლეონის დროს წარმოებული სამხედრო მოქმედებებისას, ყველა ოფიცრის მეგზური იყო. მას "ეტლის საათებს" უწოდებდნენ და შორეულ გზებზე ტრანსპორტირებას კარგად იტანდა. ამიტომ, ის შორეულ მოგზაურობაში მიმავალი ოფიცრების აუცილებელი ატრიბუტი გახდა...



პირველად, გერმანელმა იმპერატორმა, ვილჰელმ I-მა ბერლინში, თავისი ოფიცრებისთვის, მაჯაზე შესაკრველი საათები, კომპანია, Girard-Perregaux- ს შეუკვეთა. ეს მაშინ იმდენად ინოვაციური იყო, რომ მისმა შემქმნელებმა ვერც კი გააცნობიერეს, თუ როგორი მნიშვნელოვანს სიახლეს ჩაუყარეს საფუძველი... ექსპერიმენტული მოდელები, პრუსიის იმპერატორს ისე მოეწონა, რომ იმპერიის ფლოტისთვის, ფაბრიკას 1000 ცალი ეგზემპლარი შეუკვეთა. 1880 წელს, საზღვაო ოფიცრები უკვე მაჯის საათებით იყვნენ აღჭურვილნი.





image



სამწუხაროდ, ისტორიამ იმ საათების ორიგინალები, რომელიც შვეიცარულმა ფირმა Girard-Perregaux – მ, გერმანული საზღვაო ფლოტისთვის დაამზადა, ვეღარ შემოინახა. თუმცა, კომპანიის არქივში, მათი გამოსახულება შემორჩენილია... ცნობილია, რომ აღნიშნულ მოდელებს ოქროს კორპუსებით უშვებდნენ, რათა ზღვის მარილიან წყალს არ გაეფუჭებინა, ხოლო ციფერბლატი პლატინის "გისოსებით" იყო დაცული. დროის გასაგებად, პატრონს პლატინის ხუფის გახსნა უწევდა, რაც საათის შუშას დამსხვრევისგანაც იცავდა.

1902 წელს, კომპანია Omega-მ გააკეთა მაჯის საათების რეკლამა, რომელიც ბრიტანელი ოფიცრებისთვის იყო შეძენილი. მისი მტკიცებით, სამხედროებისთვის ეს საათი შეუცვლელი იყო... იგივე რეკლამა, 1904 წელს გერმანულ გაზეთშიც გავრცელდა, სადაც ბრიტანელ პოლკოვნიკზე წერდნენ, რომელიც 1899-1902 წლებში, ინგლისელებისა და ბურების ომში, მაჯის საათს ატარებდა... მაშინდელი პრესის მიერ, მაჯის საათებისთვის გაკეთებული რეკლამის მიუხედავად, XIX საუკუნის დასაწყისში საათის მამაკაცებში დიდი პოპულარობით ვერ სარგებლობდა, რადგან ჯერაც ქალის აქსესუარად მიაჩნდათ.

1898 წელს, ინჟინერ-ტექნიკოსმა ლუი კარტემ, პირველად, სპეციალურად ქალბატონებისთვის შექმნა მაჯის საათი, რომელიც იქამდე ელოდა ვიტრინაში მყიდველს, ვიდრე გრძელსახელოებიანი კაბები მოდიდან არ გადავიდა... სამაგიეროდ, ეს საათი, მისმა ბრაზილიელმა მეგობარმა, ავიატორმა ალბერტო სანტოშ დიუმონტიმ შეამჩნია და სთხოვა მისთვისაც დაემზადებინა, რადგან ფრენისას დროს დროის დასანიშნად სჭირდებოდა. კარტემ მას თხოვნა 1904 წელს შეუსრულა...

ისტორიის თანახმად, კარტე რამდენიმე თვის განმავლობაში ცდილობდა, ბრიტანეთის სარდლობა დაერწმუნებინა, რომ მაჯის საათი სიცივესა და სიცხესაც უძლებდა და დროის განსაზღვრისთვის, მთვარესა და ვარსკვლავებზე საიმედო იყო. თუმცა, ამისთვის დიდი ძალისხმევა დასჭირდა...

იმ პერიოდში, ლონდონში, ერთდროულად რამდენიმე საათის კომპანია გაიხსნა. მათ შორის იყო, Wilsdorf & Davi, რომელიც 1905 წელს გაიხსნა და რომელიც შემდეგ Rolex –ს სავაჭრო ნიშნით გახდა ცნობილი. თავიდან ოქროს კორპუსი ჰქონდა, . 1915 წლიდან კი, სამხედროებისთვის, თანდათან მეტალით შეცვალეს.

მიუხედავად ამისა, პირველი მსოფლიო ომის დაწყებამდე, მეომრები სამხედრო საათებს, რატომღაც მაინც ჯიბეში ინახავდნენ, რაც ძალზედ მოუხერხებელი იყო ოფიცრებისთვის, რადგან ფორმის შეცვლისას საათებს ვერაფერს უხერხებდნენ, - ფრენჩში მისი ჩადება, პრაქტიკულად, შეუძლებელი იყო.

ამიტომ, სამხედროებმა თავად მიამაგრეს კიდევ ერთი "რკალი", რომელშიც

შემდეგ, თასმა გაუყარეს და მაჯაზე დაიმაგრეს. სწორედ ასეთ საათებს უწოდებდნე "ოფიცრის საათს"... თავდაპირველად, კონსერვატორი სამხედროები მიიჩნევდნენ, რომ თასმა არმიაში ძალიან მოუხერხებელი იყო, ასევე საათის კორპუსიც არ იყო საკმარისად მყარი, სარკე ადვილად იმტვრეოდა და ისევ ჯიბის საათს არჩევნდნენ, მაგრამ არმიაში, მაჯის საათმა თავი მაინც დაიმკვიდრა.

პირველი მსოფლიო ომის დროს, ოფიცრები და ჯარისკაცებისთვის სასწრაფოდ შეუკვეთეს მაჯის საათები, რომელიც IWC (International Watch Company) კლასიკური სამხედრო დიზაინით დაამზადა. 1914 წელს, აღნიშნული კომპანია, სამხედროების წესის გათვალისწინებით დაამზადა, - მყარი სამაჯურით და ემალირებული ციფერბლატით, რომელსაც მანათობელი ციფრები ჰქონდა, რათა ღამითაც გამოსდგომოდათ... ისტორიკოსების თქმით, ამ საათების "დამსახურებით", მაშინ ასობით დაჭრილი გადარჩა, ისინი სწორედ, მანათობელი ციფერბლატის "საშუალებით" იპოვნეს...

1915 წელს, ბრიტანეთში, ინგლისელი მფრინავებისთვის სამხედრო საათების წარმოება დაიწყეს. მაშინ ძალზე ახალგაზრდა ლონდონურმა ფირმა Rolex-მა, პირველი წყალგაუმტარი, წამზომიანი საათები გამოუშვა, რათაა ბრიტანელ სამხედროებს ყველა წუთის პროდუქტიულად გამოეყენებინათ... 1915 წელს, გასტონ ბრაითლიგმა, კვადრატული, ტანკის ფორმის, საათი გამოიგონა. ეს მოდელი, ახლაც ძალზე მოდურია...

1917 წელს, ბრიტანეთის სამხედრო სამინისტრომ, Zenith-ს დასატესტად შეუკვეთა წამზომიანი მაჯის საათები, რომელთა ხუფი ჰერმეტულად იყო დაცული, - ეს საათს მალე გაფუჭებისა და გაჩერებისგან იცავდა... მაშინდელი მსოფლიოს შეიარაღებულ ძალებში, დროის სიზუსტის ფასი უკვე იცოდნენ. მიუხედავად იმისა, რომ იმ პერიოდში მაჯის საათები უკვე აქტიურად გამოიყენებოდა, - მის სიმყარეს ბოლომდე არ ენდობოდნენ და არჩევანს მაინც ჯიბის საათებზე აკეთებდნენ. მეტიც, 40-იან წლებში, ბრიტანელი ოფიცრები ერთდროულად ორ, ჯიბისა და მაჯის საათს ატარებდნენ.

1919 წელს, ძმებმა ინგერსოლებმა night design და Radiolite მანათობელი ციფერბლატიანი საათები გამოიგონეს. შემდეგ, მათგან ერთ-ერთმა, ჩარლზ ინგერსოლმა, არმიისთვის მექანიკური საათი შექმნა, რეგულირებადი სამაჯურით... მოგვიანებით, მათ ჯიბის საათებიც გამოუშვეს, რომლებიც Ingersoll Trenton სავაჭრო ნიშნით იყიდებოდა და წლების შემდეგ, ამერიკაში აუქვიონზე 16 000 დოლარად გაიყიდა.

ფაქტია, რომ პირველი მსოფლიო ომის საათების ინდუსტრიაში ორი ძალიან მნიშვნელოვანი ცვლილების მიზეზი გახდა, - ხელის საათებმა აქტიურად შეცვალეს ჯიბის საათები და კიდევ, - სხვადასხვა ქვეყნის ხელისუფლებამ ლამის ერთდროულად გააცნობიერა, რომ არმიის ეფექტური მოქმდებისთვის, აუცილებელია სპეციალიზირებული, თუნდაც, წყალგამძლე საათი, რათა დრო სწორად განსაზღვრო.

მოგვიანებით, იტალიელებმა ამ სფეროში ინოვაცია შემოტანეს და რადიომიმღებიანი საათები გამოიგონეს, მუქი ისრებითა და ფერადი ციფერბლატით. ამ საათების მიერ გამოცემული შუქის დახმარებით, წყალქვეშა სპეცრაზმი საიდუმლო ოპერაციებს ასრულებდა, - იტალიელი დივერსანტები, ბრიტანეთის დაცულ პორტებში შედიოდნენ და მათ სამხედრო გემებსა და ხომალდებზე ფსკერიდან ნაღმებს ამაგრებდნენ.

ომი შეცდომას არავის პატიობს, ამიტომ, ნებისმიერი ნივთი, რომელიც არმიისთვის იწარმოება, კარგად შემოწმებული, მაღალი ხარისხის უნდა იყოს, რათა შეცდომა გამოირიცხოს, - ვიბრაცია, რომელსაც მძიმე ტექნიკის სროლისას ადამიანის ხელი განიცდის, ჩაქუჩის დარტყმის ტოლფასია; ვიეტნამსა და ანგოლაში, არსებობენ ბაქტერიები, რომლებიც მინერალებს "ჭამენ" და სარკე გამჭვირვალობას კარგავს. შესაბამისად, სამხედროების ნებისმიერი ნივთი ყველანაირი სიტუაციას უნდა უძლებდეს. ამიტომაც, სამხედროები საათები ნაბიჯ-ნაბიჯ, გარემო ფაქტორებისა და არსებული მოთხოვნების მიხედვით იხვეწებოდა.

მაჯის საათის თავდაპირველი ვერსიების მოდელებმა თანამედროვეობამდე ვერ მოაღწია, მაგრამ სამხედრო-ანალიტიკური ჟურნალი "არსენალი", ოქტომბრიდან, ყოველ ნომერში, ჟურნალთან ერთად, ისტორიული საათების ანალოგს გთავაზობთ;
იხილეთ ინფორმაცია ვრცლად სამხედრო საათების უნიკალური კოლექციის შესახებ

ლალი პაპასკირი
ამბები. გე

0
397
8-ს მოსწონს
ავტორი:intermedia.ge
intermedia.ge
Mediator image
397
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0