x
image
ახალი თაობა
ჩვენი თითები გარკვეულ ორგანოებთან არის დაკავშირებული
image




მართალია, ფრჩხილები ბევრ რამეზე მეტყველებს, მაგრამ ბოლომდე მათი ნდობა არ არის მიზანშეწონილი.მაგალითად.თუ თქვენი ფრჩხილები მოყვითალო ფერისაა, ამის მიზეზი მხოლოდ რამე დაავადება არ არის, შესაძლოა, ეს ლაქის მოსაცილებელი სითხით ან სიგარეტით იყოს გამოწვეული.


ყველა მწვავე თუ ქრონიკული დაავადების დროს, ორგანიზმის სხვა უჯრედებთან ერთად, ფრჩხილებიც ავადდება.მათი გაფრთხილება, ბორცვები, ფერის შეცვლა ფრჩხილის ძირიდან იწყება.ამიტომ, საჭიროა მათი გამომწვევი მიზეზების დადგენა.


ჯანმრთელი ადამიანის ფრჩხილების ფერი ყოველთვის ვარდისფერია.თუ არაბუნებრივად ყვითელი ფერი დაჰკრავს, ეს იმაზე მეტყველებს, რომ თირკმლებისა და კუჭის მუშაობა შესუსტებულია;მკვეთრი ნათელი ფერის ფრჩხილები ერითროციტების სიჭარბეზე მიუთითებს;მოლურჯო ფერისა–სუსტ გულზე მეტყველებს;თითქმის უფერო ფრჩხილები–ანემიის სიმპტომია.



თითოეული თითი გარკვეულ ორგანოსთან არის დაკავშირებული.დიდი თითი უკავშირდება ტვინსა და თავის ქალას;საჩვენებელი–ფილტვებს;შუათითი–წვრილ ნაწლავებს;არათითი–თირკმელებს;ხოლო ნეკი–გულს.აქედან გამომდინარე, არათითის ფრჩხილზე თეთრი ფერის პატარა ლაქები მიგვანიშნებს, რომ თირკმლებში კალციუმია დაგროვილი;ხოლო თუ თეთრი ფერის პატარ–პატარა ლაქები ყველა თითის ფრჩხილებს მოედო, ეს იმას ნიშნავს, რომ თქვენი ორგანიზმი თუთიის დეფიციტს განიცდის და არც ცენტრალური ნერვული სისტემა გაქვთ წესრიგში.არ არის გამორიცხული, რომ ფრჩხილებზე ყვითელი ფერის ლაქის გაჩენა ტვინის ფუნქციის მოშლაზეც მიუთითებდეს.


ფრჩხილებზე არსებული გრძელი ხაზები მიგვანიშნებს, რომ წესრიგში არ გაქვთ საჭმლის მომნელებელი სისტემა.


ღარები არასრულფასოვანი კვების ან რომელიმე დაავადების შედეგია.


როდესაც ორგანიზმში რკინის დეფიციტია, ფრჩხილები ჩაზნექილია.ამოზნექილი კი გულის შესაძლო დაავადების შესახებ გვაფრთხილებს.როგორც წესი, ასეთი ფრჩხილების მქონე ადამიანი უჰაერობას უჩივის, ძნელად იტანს სიცხეს და სწრაფად იღლება.


ფრჩხილის დიდი ზომის ფუძე მიანიშნებს, რომ დეპრესიისადმი ხართ მიდრეკილი, ხოლო მისი არარსებობის შემთხვევაში, საქმე გულის ნერვოზთან გვაქვს.დიდი ზომის, ამობურცული ფრჩხილები–დამახასიათებელია ტუბერკულიოზით დაავადებულთათვის.


ბრტყელი, დაგრეხილი ფრჩხილები ბრონქიტთა და ასთმით დაავადებულებში გვხვდება.


მტვრევადი ფრჩხილები მიგვითითებს, რომ სისხლძარღვების კედლებზე ცხიმოვანი ნადებია წარმოქმნილი.


შრეებად დაყოფილი ფრჩხილები კუჭ–ნაწლავის სხვადასხვა დაავადების სიმპტომია.


არაბუნებრივად წაგრძელებული ფრჩხილები შაქრიანი დიაბეტის ერთ–ერთი ნიშანია.


ფრჩხილებზე ტალღისებური ხაზები რევმატიზმზე მიუთითებს.


სამკუთხედის ფორმის ფრჩხილები ხშირად იმ ადამიანებს აქვთ, ვისაც ელენთა ან წვრილი ნაწლავი აწუხებთ.


არათითზე ნახევრად რკალისებური ფორმის ფრჩხილი შეიძლება თირკმლების პათოლოგიის მიზეზი იყოს.

2
1975
9-ს მოსწონს
ავტორი:ახალი თაობა
ახალი თაობა
1975
  
2012, 18 ნოემბერი, 20:45
თანდათან მიყვარდები.... :))))))))) წერის აკადემიურ დონეს გილოცავ.... ყოჩაღ...
0 1 2