სხვა რამოდენიმე სასარგებლო რჩევა 2012, 18 ნოემბერი, 19:45 რძე კიბოსგან დაგიცავთ
მეცნიერებმა აღმოაჩინეს, რომ ადამიანები, რომლებიც დიდი რაოდენობით რძეს სვამდნენ, გაცილებით იშვიათად ავადდებოდნენ სწორი ნაწლავის კიბოთი.კვლევაში ათი ათასამდე ადამიანი მონაწილეობდა.თავად დაკვირვების პროცესი საკმაოდ დიდხანს გრძელდებოდა.როგორც შედეგებმა აჩვენა, იმ პირებს, რომელთა კვების რაციონშიც რძე ჭარბობდა, 60%–ზე ნაკლებად აღენიშნებოდათ სწორი ნაწლავის კიბო.კვლევის პერიოდში სწორი ნაწლავის კიბოს 82 შემთხვევა გამოვლინდა.მეცნიერები რძის სამკურნალო ეფექტს იმით ხსნიან, რომ მასში შემავალი ლაქტოზა ხელს უწყობს ორგანიზმში იმ ნივთიერების წარმოშობას, რომლებიც კიბოს უჯრედების წარმოქმნას უშლის ხელს.
ნაადრევი სიბერის წინააღმდეგ კივი –აქტიურად უტევს სიბერეს.მდიდარია C ვიტამინით.ასევე, საკმარისი რაოდენობით შეიცავს B ჯგუფის ვიტამინებს;ნაადრევი დაბერებისგან იცავს თვალებს, ტვინსა და ნერვულ უჯრედებს. პროდუქტები, რომლებიც დაბერებას აფერხებს ავოკადო–ღვიძლს ტოქსინებისგან იცავს; ვაშლი–ხელს უწყობს ორგანიზმიდან ნალექების გამოდევნას; ნიორი–არეგულირებს ლიპიდების ცვლას; სანელებლები–ამაღლებს სისხლძარღვთა სისტემის კაპილარების გამძლეობას; ქიშმიში–აგაცილებთ სისხლში შაქრის მკვეთრ შემცირებას; კარტოფილი–შეიცავს სასიცოცხლოდ აუცილებელ მინერალურ ნივთიერებებს; სტაფილო–ბეტა–კაროტინი აუმჯობესებს მხედველობას; კამა–ხელს უწყობს კანის ელასტიურობას. 352 7-ს მოსწონს
|