სხვა რა ამუშავებს ვენებს? 2012, 15 ნოემბერი, 22:23 იცით თუ არა, რამ მოკლა სპარტაკი ან რამ შეწყვიტა მაცხოვრის მიწიერი სიცოცხლე?ბუნებრივია, ეს არც შიმშილი იყო, არც წყურვილი და არც ლურსმნებისგან მიყენებული ჭრილობები;მკვლელი სიმძიმის ძალაა, ერთ პოზაში გაშეშებულ სხეულში სისხლს ქვედა კიდურებისკენ რომ უბიძგებს.გულს უფრო და უფრო უჭირს, გადასროლილი სისხლის ყოველი ულუფის მაგივრად ახალი მიიღოს;ქვედა კიდურების ვენები დატვირთვას ვერ უძლებს და გრავიტაციის საწინააღმდეგოდ სისხლის დინებას უფრო და უფრო უარესად უზრუნველყოფს.ტვინს უფრო და უფრო აკლდება ჟანგბადი და საკვები ნივთიერებები.რამდენ საათს გაგრძელდება ეს, ორგანიზმზეა დამოკიდებული, მაგრამ რამდენ ხანსაც არ უნდა გაუძლოს, სიკვდილი გარდაუალია.ვენების მოვალეობა და ძირითადი დანიშნულებაა, სისხლი მხოლოდ ერთი მიმართულებით-გულისკენ გაატარონ.ამისათვის მათ მთელ სიგრძეზე ჯიბისმაგვარი სარქველები მიუყვება.პარკუჭების ყოველი შეკუმშვისას სისხლის ნაკადი ამ ჯიბეებს კეცავს და ზემოთ ანაცვლებს, მოდუნებისას კი ჯიბეები გამოიბერება, ვენის სანათურს ახშობს და სისხლს უკუდენის საშუალებას არ აძლევს.ბუნებრივია, ადანიანის ვენებს ოთხფეხის ვენებზე მეტი ჯაფა ადგას.როცა ფეხზე ვდგავართ, ორგანიზმში არსებული სისხლის 60-70% სხეულის ქვედა ნაწილში, გულის დონეზე ქვემოთ ხვდება, როცა დავდივართ, კუმშვადი კუნთები ვენებსგარედან აწვება და საქმეს უადვილებს, გაუნძრევლად დგომისა და ჯდომის დროს კი ვენები ასეთ დახმარებას მოკლებულია და მხოლოდ საკუთარი თავის იმედად რჩება.ზოგჯერ ვენების სარქველოვანი აპარატი მწყობრიდან გამოდის.ამ შემთხვევაში აღარც უკუდენაა გამორიცხული, აღარც ქვედა კიდურებში სისხლის დაგროვება.დაგროვილ სისხლს კი შედედების მეტი შესაძლებლობა აქვს. სამედიცინო სტატისტიკის თანახმად, ვენების დაზიანება ყველაზე გავრცელებული ქრონიკული პათოლოგიების ნუსხის ზედა სტრიქონებში იკავებს ადგილს.
რისკფაქტორები მოიცავს: გენეტიკას:თუ დედას ვენები აწუხებს, ქალიშვილს მეტად ემუქრება იმავე პრობლემის გაჩენის საფრთხე. ორსულობას:ჰორმონული ცვლილებები, საშვილოსნოს ზეწოლა და სისხლის მოცულობის გაზრდა ვარიკოზულ ვენებს ორსულობის თანმხლებ პათოლოგიად აქცევს. ასაკი:წლების მატებასთან ერთად ვენების დაზიანების საფრთხეც იმატებს. სიმსუქნე:ჭარბი კილოგრამები ვენებზე დამატებით ზეწოლას ახდენს. პროფესია:თუ თქვენი სამუშაო საათობით ფეხზე დგომას მოითხოვს(მაგალითად, ხართ ქირურგი, მასწავლებელი, ბალერინა, პარიკმახერი...), ვენების ვარიკოზის მეტი საფრთხე გემუქრებათ. თავიდან ავიცილოთ ნუ გააზარმაცებთ ფეხებს:თუ დიდხანს გიწევთ ჯდომა ან დგომა, ეცადეთ, საათში ერთხელ ცოტა გაიარ-გამოიაროთ.თუ ამასაც ვერ ახერხებთ, ხშირად იცვალეთ ფეხების მდგომარეობა, აბრუნეთ ტერფები, იარეთ ადგილზე ან 10-25 -ჯერ აიწიეთ ფეხის წვერებზე.ერიდეთ ფეხის ფეხზე გადადებას. ერიდეთ ცხელ აბაზანებს, საუნას:მაინცდამაინც ნურც გარუჯვა გაგიტაცებთ.ზედმეტი სითბო ვენებს ემტერება, ფეხის კუნთებს ადუნებს და სისხლის შეგუბებას უწყობს ხელს.თბილი შხაპისა და აბაზანის შემდეგ ფეხებს გრილი წყლის ჭავლი მიუშვირეთ. აკონტროლეთ წონა:ზედმეტი კილოგრამები ქვედა კიდურების სისხლძარღვებისთვის ნამდვილი გამოცდაა, რასაც საბოლოოდ ვენური წნევის მატებამდე და ვარიკოზამდე მივყავართ. მისდიეთ სპორტის შესაფერის სახეობას:ვენებისთვის საუკეთესოა ცურვა, სიარული, ველოსიპედით სეირნობა.უარი თქვით ლიფტზე და სასურველ სართულამდე ფეხით აბრძანდით.სპორტის ისეთი სახეობები როგორებიც არის ჩოგბურთი, ფეხბურთი, კალათბურთი და ძალოსნობა, ვენებს არამც და არამც არ არგებს. დიდი მნიშვნელობა აქვს ფეხსაცმელს: ვენებს არც მაღალქუსლიანები უყვართ და არც სულმთლად უქუსლო.საუკეთესო ვარიანტი 4-სანტიმეტრიანი ქუსლია.შინიდან გასვლისას სპორტულ ფეხსაცმელებში გამოეწყვეთ. 388 12-ს მოსწონს
|