x
image
Fieramente
კირა ნაითლმა ანა კარენინას როლი მოირგო
ანა კარენინა




















ამერიკის კინოთეატრების ეკრანებზე გამოვიდა ბრიტანელი რეჟისორის ჯო რაიტის ფილმი „ანა კარენინა“, ამავე სახელწოდების რომანის მიხედვით. ამერიკაში აღიარებენ, რომ უცხოელ მწერლებს შორის ყველაზე ცნობილი არის რუსი მწერალი ლევ ტოლსტოი, რომლის კალამსაც ეკუთვნის ზემოთ აღნიშნული შესანიშნავი ნაწარმოები.

ფილმში ანა კარენინას როლი "კარიბის კუნძულების მეკობრეების" ლამაზმანმა 27 წლის კირა ნაითლმა მოირგო.

კირა ნაითლი



მას პარტნიორობას უწევენ 22 წლის აარონ ჯონსონი (ვრონსკის როლში) და 40 წლის ჯუდ ლოუ (ალექსეი კარენინის როლში)


ლოუ,  ნაითლი და ჯონსონი


ფილმის გადაღებები დიდ ნრიტანეთში მიმდინარეობდა. მსგავსი ეკრანიზაციების მიყვარულები ამბობენ, რომ კირა ნაითლმა სერიოზული პასუხისმგებლობა აიღო თავის თავზე, რადგანაც მის მიერ განსახიერებულ ანა კარენინას აუცილებლად შეადარებენ წინამორბედი მსახიობების მიერ შესრულებულ როლებს:

გრეტა გარბო 1935 წელს

გრეტა გარბო


ტატიანა სამოილოვა 1967 წელს

image

ვივიენ ლი 1948 წელს

image


სოფი მარსო 1997 წელს

სოფი მარსო

ტატიანა დრუბიჩი 2009 წელს

ტატიანა დრუბიჩი


თუმცა, აღსანიშნავია ისიც, რომ მათ, ვისაც წაკითხული აქვს ტოლსტოის შესანიშნავი რომანი "ანა კარენინა", საკუთარი წარმოდგენა აქვთ ამ გმირზე. მისი როლის შემსრულებელ მსახიობებს კი, ერთმანეთის ნაცვლად წიგნის მთავარ გმირს შეადარებენ.

0
89
2-ს მოსწონს
ავტორი:Fieramente
Fieramente
89
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0