12 ყველაზე ლამაზი ძაღლის რეიტინგი.
გთავაზობთ 12 ყველაზე ლამაზი ძაღლის რეიტინგს beauty-around.com/-ის მიხედვით.
გერმანული დოგი-გიგანტური ზომის ძაღლია, კომპანიონი, ძაღლი-დარაჯი და ძაღლი მცველი.ამ ძაღლს ადრე სხვადასხვა სახელწოდებით მოიხსენიებდნენ, 1878 წლიდან სელექციის შედეგად საბოლოოდ დაერქვა "გერმანული დოგი".
აკიტა-ინუ-უძველესი იაპონური ჯიშის ძაღლი, ძირითადად მონადირე ძაღლად ითვლება, იაპონელებს და ჩინელებს ტახზე, ირემზე და დათვზე სანადიროდ მიჰყავდათ.![12 ყველაზე ლამაზი ძაღლის რეიტინგი. image](/uploads/article_images/small/62271353220281.jpg)
შოტლანდიური ნაგაზი-ძაღლის სამშობლო შოტლანდიის კუნძულებია, ამბობენ, რომ ძაღლი ისეთივე ძველია, როგორც შოტლანდიის კუნძულები.ნაგაზის ძირითადი მოვალეობა იყო ცხვრის ფარის დაცვა.საერთაშორისო აღიარებას მე-20 საუკუნის დასაწყისიდან მიაღწია.![12 ყველაზე ლამაზი ძაღლის რეიტინგი. image](/uploads/article_images/small/62271353220644.jpg)
ლაბრადორ-რეტრივერი.-ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ძაღლი, მისი სამშობლო კანადაა, იგი გამოიყენება როგორც ძაღლი-მაშველი.![12 ყველაზე ლამაზი ძაღლის რეიტინგი. image](/uploads/article_images/small/62271353220826.jpg)
ჩაუ-ჩაუ-
მოდარაჯე ძაღლი, კომპანიონი, მისი სამშობლო ტიბეტია.მისი არსებობის შესახებ პირველად ევროპელებმა იტალიელი მოგზაურის მარკო პოლოს მეშვეობით გაიგეს, რომელიც ტიბეტში ცხოვრობდა.![12 ყველაზე ლამაზი ძაღლის რეიტინგი. image](/uploads/article_images/small/62271353221044.jpg)
პეკინესი-
დეკორატიული ძაღლის ჯიში, პატარა და პუტკუნა, იგი ჯერ კიდევ 2000 წლის წინ არსებობდა ჩინეთში.სახელწოდება ქალაქ -"პეკინიდან" წარმოდგება.![12 ყველაზე ლამაზი ძაღლის რეიტინგი. image](/uploads/article_images/small/62271353221278.jpg)
კავალერ კინგ ჩარლზ სპანიელი-ნგლისური ძაღლი, სპანიელის მინი-ვარიანტი, ერთ-ერთი ყველაზე პატრონის ერთგული, ჭკვიანი და ინტელექტუალური ძაღლი, ძალიან წყნარი და კეთილი ჩვევებით.![12 ყველაზე ლამაზი ძაღლის რეიტინგი. image](/uploads/article_images/small/62271353221924.jpg)
გერმანული ნაგაზი-ამ ძაღლის ჯიში ცენტრალურ და სამხრეთ გერმანიაში იქნა შემუშავებული რამდენიმე ჯიშის ძაღლის სელექციის შედეგად.იგი ყველაზე ჭკვიანი ძაღლების პირველ სამეულში შედის.ბევრი კინოლოგი მას იდეალურ ძაღლად მიიჩნევს.იგი უნივერსალური და მრავალფუნქციურია.![12 ყველაზე ლამაზი ძაღლის რეიტინგი. image](/uploads/article_images/small/62271353222328.jpg)
ოქროს რეტრივერი-ინგლისური
მონადირე ძაღლი, გამოყვანილი მე-19 საუკუნეში, მას ბრწყინვალე მახსოვრობა და ალღო აქვს, იგი წარმატებით ნადირობს როგორც ხმელეთზე, ისე წყალში.![12 ყველაზე ლამაზი ძაღლის რეიტინგი. image](/uploads/article_images/small/62271353222643.jpg)
ციმბირული
ხასკი-ძაღლის ფუნქცია შორეული მგზავრობაა, ენერგიული, ძალიან წყნარი ხასიათის და არააგრესიული, უყვარს ბავშვებთან თამაში.მისი სამშობლო ჩუქჩეთია.![12 ყველაზე ლამაზი ძაღლის რეიტინგი. image](/uploads/article_images/small/62271353222973.jpg)
პომერანის შპიცი-პატარა, მინიატურული
ძაღლი, სახელწოდება წარმოდგება გერმანიის ერთ-ერთი პროვინციის -პომერანის მიხედვით.![12 ყველაზე ლამაზი ძაღლის რეიტინგი. image](/uploads/article_images/small/62271353223214.jpg)
პუდელი-დეკორატიული ძაღლი, რეიტინგის მიხედვით მას მეორე ადგილი უკავია ყველაზე ჭკვიან ძაღლთა შორის.(პირველი ადგილი ბორდელ-კოლის მიაკუთვნეს.).მის სამშობლოდ საფრანგეთი ითვლება, თუმცა სახელწოდება "პუდელი" გერმანიიდან წამოვიდა.