სისხლის სამართალი 3 წლის გოგონას გატაცების საქმეში ეჭვმიტანილები მშობლები არიან 2012, 17 ნოემბერი, 13:21 3 წლის ბრიტანელი გოგონას - მადელაინ მაქკანის გატაცების საქმესთან დაკავშირებით შემზარავი ინფორმაცია გავრცელდა. დაძაბული და უშედეგო ძიების შემდეგ, სამართალდამცავებმა დანაშაულში ეჭვმიტანილებლად მშობლები გამოაცხადეს. ცოლ-ქმარ მაქკანებისთვის ბრალი ჯერ ოფიციალურად არ წაუყენებიათ, მაგრამ სამართალდამცავები აცხადებენ, რომ მათ წინააღმდეგ მტკიცებულებები არსებობს. პორტუგალიის კურორტ ალგარვაში მომხდარი საშინელი დანაშაულის დეტალები დღემდე გაურკვეველი და ბუნდოვანია. საქმე მცირეწლოვანის გატაცების მუხლითაა აღძრული, თუმცა დანაშაულის კვალიფიკაცია შესაძლოა შეიცვალოს. აქამდე გავრცელებული ცნობებით, 3 წლის მადელაინი ბოროტმოქმედებმა გაიტაცეს. საქმეში საგანგებოდ შერჩეული, მაღალკვალიფიიური მუშაკებით დაკომპლექტებული რამდენიმე ჯგუფი ჩაერთო, მაგრამ უშედეგოდ - ბავშვს ჯერ ვერც ცოცხალს მიაგნეს და ვერც მკვდარს. გამოძიებაში აქამდე არსებული ვერსიით და თავად ბავშვის მშობლების ჩვენებებიდან გამომდინარე, მადელაინი ბოროტმოქმდებმა სასტუმროს საძინებელი ოთახიდან მაშინ გაიტაცეს, როცა მას და-ძმასთან ერთად ეძინა. გამტაცებლებმა და-ძმას ხელი არ ახლეს, მადელაინი კი პირდაპირ ფანჯრიდან გაიყვანეს. ამ დროს, მშობლები მეგობრებთან ერთად იმ რესტორანში ვახშმობდნენ, რომელიც სასტუმროსგან დაახლოებით 30 მეტრის მოშორებით მდებარეობს. გოგონას დედა ამბობს, რომ სასტუმროში ხშირად ადიოდა და მძინარე შვილებს ყოველ ნახევარ საათში ერთხელ მაინც აკითხავდა. ამავე ვერსიის მიხედვით, ბოროტმოქმედები ოჯახს დიდი ხნის განმავლობაში უთვალთვალებდნენ. იმ საღამოს კი ხელსაყრელი მომენტი არ გაუშვეს და მზაკვრული ჩანაფიქრიც წარმატებით განახორციელეს. რამდენიმე ხნის შემდეგ, პორტუგალიელმა გამომძიებლებმა კიდევ ერთი, ყველაზე შემძარავი ვერსია გაახმაურეს. მათ ოფიციალურად, დანაშაულში ეჭვმიტანიულებად თავად ბავშვის მშობლები გამოაცხადეს. ისინი უკვე რამდენიმე თვეა ეჭვმიტანილის სტატუსს ატარებენ. 47 5-ს მოსწონს
|