x
image
nukrichanturia
რუსმა მანიაკმა 61 ადამიანი უმოწყალოდ მოკლა
image უკვე მეორე კვირაა, რაც მოსკოვის სამოქალაქო სასამართლოში ბიტცეველი მანიაკის დანაშაულებთან დაკავშირებით სასამართლო პროცესი მიმდინარეობს. 32 წლის განსასჯელი - ალექსანდრე პიშუჩკინი, იგივე ბიტცეველი მანიაკი 49 განზრახ, დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ მკვლელობაშია ბრალდებული. თავად პიშუჩკინი თავს დამნაშავედ ცნობს. უფრო მეტიც, ამბობს რომ 49 კი არა, 61 სადისტური მკვლელობა ჩაიდინა და ჩაფიქრებული ჰქონდა, მსხვერპლთა რაოდენობა საჭადრაკო დაფაზე არსებული უჯრედებისთვის გაეთანაბრებინა, მაგრამ არ დასცალდა. მან სამართალდამცველებს ისიც გაუმხილა, რომ მიზნად დაისახა თავისი კერპისთვის, ცნობილი სერიული მკვლელისთვის - ანდრეი ჩიკოტილოსთვის ეჯობნა და გაცილებით მეტი მოეკლა, ვიდრე ეს სადისტმა მანიაკმა მოახერხა. ცნობილია, რომ ჩიკოტილომ 72 ადამიანი გამოასალმა სიცოცხლეს...

წინა სასამრთლო სხდომაზე პიშუჩკინმა კიდევ ერთი ადვოკატი მოითხოვა. განსასჯელის მოთხოვნა მისი ამჟამინდელი ადვოკატისთვის - პაველ ივანიკოვისთვისაც მისაღები აღმოჩნდა. გაირკვა დამცველის ვინაობაც - ის ალექსანდრე კალიაგინი გახლავთ, რომელიც საქმის მასალებს ზედმიწევნით იცნობს და პროცესში მონაწილეობისთვისაც უკვე მზადაა.

image
აღნიშნულ საქმეზე სასამართლო პროცესი საჯაროა. ბრალდების მხარეს რამდენიმე პროკურორი, მათ შორის იური სემინიც (ქალაქის პროკურორი) წარმოადგენს. სხდომაზე უკევ სამი დაზარალებული დაიკითხა, საერთოდ კი საქმეში 41 დაზარალებული და 98 მოწმის გვარი ფიგურირებს. დაიკითხნენ პიშუჩკინის მეზობლებიც.

"მასთან ახლოს არასდროს ვყოფილვარ, მის ცხოვრებაზე ბევრი რამ არ ვიცოდი და არც მაინტერესებდა, მაგრამ მისთვის ცუდი თვალით არასოდეს შემიხედავს. ვერასდროს წარმოვიდგენდი, რომ ის სერიული მკვლელი იქნებოდა", - აღნიშნა დაკითხვისას ერთ-ერთმა მოწმემ.


პიშუჩკინს ბრალი 105-ე მუხლის მეორე ნაწილით წაუყენეს, რაც ორი ან მეტი უმწეო მდგომარეობაში მყოფი პირის განსაკუთრებული სისასტიკით მკვლელობას ითვალისწინებს.

1
458
8-ს მოსწონს
ავტორი:nukrichanturia
nukrichanturia
458
  
2013, 11 იანვარი, 18:52
რუსეთი მანიაკი მკვლელების ქვეყანაა....ამერიკელებსაც ბევრი ყავთ...ჩვენგან შორს ეგ ჯოჯოხეთის მოციქულები...
0 1 1